“ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით” – ალეკო ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ამბობს, დაზიანებების გამო ის გვიანობამდე ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. “უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ რამდენიმე საათით გადამიყვანეს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ ერთი […]
იოსელიანი ელისაშვილის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საგამოძიებოს მიმართავს

სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის […]
შალვა პაპუაშვილი – პარადოქსია, რომ ამ დღეებში, ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ ნაკლები სუვერენიტეტი მოეთხოვათ – პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ხალხისთვის

პარადოქსია, რომ ამ დღეებში, ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ ნაკლები სუვერენიტეტი მოეთხოვათ – როგორ შეიძლება ადამიანები იქამდე მიიყვანო, რომ ათქმევინო მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს. „გუშინ პრემიერ-მინისტრმა […]
ვიოლა ფონ კრამონი – ბიძინა ივანიშვილი, სანქციების შემთხვევაში, სიფრთხილის ზომებს იღებს – ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს

ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. „ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ […]
შალვა პაპუაშვილი – ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება – ის „ენჯეოები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებულები?!

ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია. ის „ენჯეოები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებულები?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ დანიისა და ნიდერლანდების საელჩო, მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოს“ ქმედებებზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს. […]
ევროპარლამენტარები – დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და […]
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Expo 2024-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში 16-18 აპრილს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება. მათივე ინფორმაციით, PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა-კონფერენციაა, რომლებიც 25 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზეა განლაგებულია. „3- დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600-ზე მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ […]
სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას გზა აღარ დაუტოვა

“ლელო”-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია, რადგან კანონის მიღების და არმიღების შემთხვევაშიც, ის მაინც კარგავს ძალაუფლებას ამის შესახებ მან “ფორმულის” მიშვერილ მიკროფონთან განაცხადა. “ქართულ ოცნებას” კარგი არჩევანი აღარ აქვს, ამ კანონს თუ გაიწვევს მაინც კარგავს ხელისუფლებას, ამ კანონს თუ მიიღებს, ხელისუფლებასაც კარგავს და კიდევ ბევრ რამეს კარგავენ”- სთქვა მან გამოუძინებელი […]
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

BBC-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და სკოლები დაიხურა. Flight Aware-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და აეროპორტიდან, დაახლოებით, 290 ავიარეისი გაუქმდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ხაიმაში, სტიქიას 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, […]
„საქართველოს მოსახლეობის 95 % ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!“ – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი – 95 %-მდე ქართველი. და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის […]