გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

პარლამენტში შესულია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს ეხება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა. „გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ […]

სახელმწიფო ქონება, რომელიც მთავრობამ წელს ყველაზე იაფად გაყიდა

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მიმდინარე წელს აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებიდან 11 უკვე გაიყიდა. შედეგების მიხედვით, ყველაზე იაფად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა გაიყიდა. აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე იაფად გაყიდული ქონების ხუთეული შემდეგია: · ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე 11525.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული […]

პაპუაშვილი: აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ

“ამ აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. “ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე, ვინმეს თუ რამე არგუმენტები აქვს – მსჯელობა მიდის. ჩვენი პოზიცია ცხადი არის, რომ ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაც ცხადია, […]

კახა ოქრიაშვილი – საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი – 95 %-მდე ქართველი. და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის […]

რომან გოცირიძე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე – ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? – ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?

ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? – საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა? – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების […]

შალვა პაპუაშვილი – სასწაული რამ მოხდა, სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან – მას არათუ საქართველოს სუვერენიტეტი, საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ ესმის

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან უჩივლა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აჩვენებს იმას, რომ მას სახელმწიფო სუვერენიტეტი საერთოდ არ ესმის. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე მიჭირს რეაქციებითაც დავეწიო. უკვე ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით, მგონი, უკვე ყველანაირი წითელი […]

დენის შმიგალი – თუ უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. უკრაინის პრემიერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „ეს ფული გვჭირდება გუშინ, არა დღეს და ხვალ. თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. გლობალური უსაფრთხოების სისტემა განადგურდება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი […]

რომან გოცირიძე – თუ ამ კანონს არ გაიწვევენ, თუ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუშლიან, თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა ექნებათ, „ქართული ოცნება“ თავის 12-წლიან საქმიანობას სავალალო შედეგებით დაამთავრებს

მხოლოდ სულელს შეუძლია თქვას, რომ ეს კანონი კარგია, როცა ამ კანონის მოწინააღმდეგე მთელი მსოფლიოა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პროტესტი გაგრძელდება როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. „თუკი ამ კანონს არ გაიწვევენ, თუკი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს შეუშლიან, განსაკუთრებით, თუკი, არჩევნების გაყალბების მცდელობა ექნებათ, „ქართული ოცნება“ თავის 12-წლიან საქმიანობას […]

პარლამენტის წინააღმდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსარჩელე გიგა ჭელიძის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომლის თანახმად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც […]

50-ზე მეტი კომპანიის 700-ზე მეტი “ვორკშოპი” – რატომ უნდა დავესწროთ Workshop Fest-ს?

Sportfest-ისა და KiKeti Fest-ის ორგანიზატორები თბილისში, აბრეშუმის ქარხანაში, რიგით მესამე ფესტივალს აანონსებს, რომელიც 27-28 აპრილს ჩატარდება და 50-ზე მეტ კომპანიის 700-ზე მეტ “ვოკრშოპს” გააერთიანებს. როგორც Workshop Fest-ის ორგანიზატორები “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავენ, საგანმანათლებლო შეხვედრები და სემინარები, 5 000-მდე ადამიანს მისცემს შანსს, სხვადასხვა ტიპის ხელობა შეისწავლოს და პრაქტიკული რჩევებიც მიიღონ. “3 წელია, გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი თემატიკის ფესტივალები […]