ალეკო ელისაშვილი – კარგი, გულიანი ნაცემი ვარ, მათ შორის ნეკნი მაქვს მოტეხილი – ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობ, ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია”, მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა. „კორექტული ჯაჯგური” გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ […]

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ – მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ Patriot-ები გვაქვს, ანტისარაკეტო სისიტემები გვაქვს. ჩვენ ისინი საწყობებიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც ისინი ყოველი შემთხვევისთვისაა განთავსებული და უკრაინაში გავგზავნოთ, სადაც ომი მიმდინარეობს“, – განაცხადა […]

შალვა პაპუაშვილი – ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა – ამიტომ, პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს

ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს. პაპუაშვილის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში […]

შალვა პაპუაშვილი – მადლობა პოლიციას, რომელმაც გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ პროვოცირებას, ძალადობრივ ქმედებებს, რაზეც რეაგირება იყო პროპორციული

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელმაც უზრუნველყო, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, პოლიცია ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საზოგადოებისგან ნდობის მხრივ, აქედან გამომდინარე, მან ყველას მოუწოდა, რომ მომავალში პოლიციასთან ითანამშრომლოს. ,,ასევე, ჩვენ ვხედავდით რადიკალურ ჯგუფებს, […]

„რუსებს საქართველოში ფრენა სჭირდებათ იმისთვის, რომ მიებან ევროპას – არავის ვჭირდებით ევროპის გარეშე“

„ვაზიანში ჰაბის შექმნა უნდათ, შესაბამისი სტანდარტები კი არ გვაქვს“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ აეროპორტის მშენებლობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა. როგორც კოდუამ ჩვენთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, მზად იყო ამერიკაში პირდაპირი ფრენები განეხორციელებინა, რაზეც უარი განუცხადეს იმ მიზეზით, რომ 1-2 წელი იყო საჭირო შესაბამისი სტანდარტების დანერგვისთვის. ამის ფონზე, კოდუა სვამს კითხვას, თუ საქართველომ […]

წელს, ბათუმში 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება

ბათუმში სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინვენტარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე, განათების სისტემა და მწვანე სივრცე. „პროექტის ღირებულება 497 ათას ლარს შეადგენს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში წელს 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება. სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ […]

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალმა” ორი მატჩის ჯამში “სიტისთან” ფრედ, 4:4 ითამაშა, პენალტების სერიაში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამ მაჩვენებლით მადრიდელებმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს. “სამეფო გუნდმა” ისტორიაში მოქმედი ჩემპიონი მეექვსედ გამოაგდო. “რეალის” მეტოქე ნახევარფინალში “ბაიერნი” იქნება.

გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია – შალვა პაპუაშვილი

გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია – შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, სინამდვილეში ვინ არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები. პაპუაშვილის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ეკავა ბოლოს ტრიბუნა. პაპუაშვილის განმარტებით, ასევე კიდევ ერთხელ ნათელი […]

საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ ვნახეთ, რომ პროპაგანდა „რუსული კანონი“ ჩაიშალა, ახლა გვაინტერესებს შინაარსობრივი კრიტიკა – შალვა პაპუაშვილი

საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ ვნახეთ, რომ პროპაგანდა „რუსული კანონი“ ჩაიშალა, ახლა გვაინტერესებს შინაარსობრივი კრიტიკა – შალვა პაპუაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ 80-იანი წლების ბოლოს რუსთაველზე ქართველი ხალხი იკრიბებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვათ სუვერენიტეტი, პარადოქსია, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და მისი „ენჯეოები“ კრებდნენ ხალხს, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, […]

„თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.