სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაური, აპტი ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების დანაყოფ „ახმატის“ მეთაური და რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და პოლიტიკური მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ალაუდინოვი გათავისუფლდება უკრაინის ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული მე-2-ე საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან. ამასთან, […]

„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა“ – სამი ევროპარლამენტარი

საქართველოს საკითხებზე მომუშავე სამი მაღალი რანგის ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ პოლიციის მიერ დემონსტრაციების დაშლის გამო. „ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით პარლამენტში“, – წერენ დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი. · დევიდ მაკალისტერი […]

მარიამ სტეფნაძე FH Joanneum University of Applied Sciences-ში „Erasmus +’’ – ის გაცვლითი პროგრამით იმყოფება

მარიამ სტეფნაძე ავსტრიაში, FH Joanneum University of Applied Sciences-ში „Erasmus +’’ – ის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იმყოფება. “კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ჩაბარება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რამაც შეუდარებელი თავგადასავლებით სავსე წლები მაჩუქა. თუმცა, ვიცოდი, ამ თავგადასავალს დამაგვირგვინებელი რგოლი აკლდა, სრულყოფილი რომ ყოფილიყო. სწორედ ამ რგოლად მომევლინა ავსტრიაში „Erasmus +’’ – ის გაცვლითი პროგრამით […]

რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული? — „გილდიის“ განმარტება მუხლების მიხედვით

დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში, „გილდია“, აქვეყნებს დეტალურ განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არის გამჭვირვალობის საფარქვეშ, ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსული. ნეტგაზეთი „გილდიის“ ანალიზს გთავაზობთ უცვლელად: კანონპროექტის ანალიზამდე, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი ფორმით არის ა(ა)იპ ე.ი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი შესაძლებელია, დაფუძნდეს საქართველოს […]

ევროპარლამენტარები რუსულ კანონზე: თავდასხმაა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაცია (DSCA) ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას განცხადებით ეხმაურება. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მოქმედი მომხსენებელი სვენ მიქსერი. განცხადებაში დელეგაცია “ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამს ქართული ოცნების მიერ “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე და აცხადებენ, რომ გუშინ, პირველი […]

საზოგადოებრივი კვების 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სეს-ი

მიმდინარე წლის I კვარტალში ჩატარებული შემოწმებების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი კვების 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა. სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. „სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Expo 2024-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება. PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა-კონფერენციაა, რომლებიც 25 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზეა განლაგებულია. 3 დღიანი ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ […]

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო […]

ადვოკატი: წესით, ლაზარე ციხეს დღის ბოლომდე დატოვებს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანიჟაშვილის თქმით, ლაზარე ციხეს, სავარაუდოდ, დღეს, 18 აპრილს დატოვებს. “როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე იგზავნება, რის შემდეგაც ლაზარე ციხეს დატოვებს. წესით, დოკუმენტაცია დღის ბოლომდე გაგზავნილი უნდა იყოს. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება იყო დარჩენილი. ფაქტობრივად, დოკუმენტაცია უკვე მზადაა […]