ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. ამავე ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.

კანონპროექტი რუსული და შავი ფულის სამრეცხაოს რისკებს ქმნის ქვეყანაში – თეონა აქუბარდია

17 აპრილს, პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, საკანონმდებლო ცვლილების განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება. დეპუტატების კითხვებს კანონპროექტის ინიციატორი პაატა კვიჟინაძე პასუხობს. როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა კანონი შავი ფულის სამრეცხაოს რისკებს ქმნის ქვეყანაში. „როცა ევროკავშირიდან, ამერიკიდან და სხვა გამჭვირვალე იურისდიქციებიდან პატიოსანი და ლეგალური […]

Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე – თბილისში პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა – ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს პროტესტი

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენოს სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით, – ამის შესახებ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აცხადებს. „რისი მოწმეც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის მიმართ მშვიდობიანი პროტესტის უფლების […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საპროტესტო აქციისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საპროტესტო აქციისას სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ისინი მზად არიან, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ყველა საჩივარი შეისწავლონ და განიხილონ. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის […]

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე – რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ

რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იყო რეკომენდაციები უცხოელი პარტნიორებისგან და არ გაითვალისწინეს, რადგან ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. „არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ სანქციები […]

„ვაპირებ ჩივილს“ — ელისაშვილის თქმით, მას ვაჟა სირაძის დავალებით გაუსწორდნენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 18 აპრილს, მედიასთან დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაუსწორდნენ პოლიციელები გასულ ღამეს, მთავრობის კანცელარიასთან. შედეგად, მას დაზიანებები ეტყობა სახეზე, სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, მოტეხილი აქვს ნეკნი. ელისაშვილი მისი ცემის ბრძანების გაცემაში საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს. „მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მე პოლიციელებისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია […]

“დამაგდეს, წიხლები მირტყეს, უკვე ვიგუდებოდი და რას შვრებით, მკლავთ-მეთქი?” – რას ჰყვება აქციაზე ნაცემი პირი

“დამაგდეს, წიხლები მირტყეს, უკვე ვიგუდებოდი და რას შვრებით, მკლავთ-მეთქი?” – რას ჰყვება აქციაზე ნაცემი პირი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 10 მომიტინგე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტები წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან გვიან ღამით გაუშვეს, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ფიზიკური დაზინებების კვალი აღენიშნება და სასტიკად ნაცემია. უჩაა ქემაშვილი “პირველებისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში ამბობს: რომ ვყვიროდი და ვსკანდირებდი, რუსეთს […]

რიჟვაძე აქციაზე: შსს მოქმედებდა ზეპროფესიონალურად, შეიძლება, ევროპელებსაც ბევრი ვასწავლოთ

ჩვენ გაპრავების საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ, გააპრავოთ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ, მათგან წამოსულ აგრესიაზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით, პასუხი გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე. […]

ვოლოდინი რუსულ კანონზე: ვაშინგტონს და ბრიუსელს ხელისუფლების ჩამოგდება აქვს გადაწყვეტილი

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელმეორედ მიღების მცდელობას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე და უსაფრთხოების საბჭოს წევრი ვიაჩესლავ ვოლოდინი. “უცხოეთის აგენტების შესახებ. საქართველოში ვნებათაღელვაა. განიხილავენ უცხოეთის გავლენის აგენტების კანონს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონის მიღება რუსეთის ინტერესებშია. ამასთან დაკავშირებით, სწორი იქნება ვთქვათ შემდეგი: ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც უნდა, რომ სუვერენული იყოს, რომელშიც ხალხს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება […]

შალვა პაპუაშვილი – მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა, ვაშინგტონმა რომ თქვა – ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი

მთელი ორი კვირაა გვაქვს დოგმებით საუბარი: იმან რომ თქვა, ამან რომ თქვა, მოსკოვმა რომ თქვა, ვაშინგტონმა რომ თქვა – ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა როგორც მან აღნიშნა, “ჩვენ არ ვმოქმედებთ უპირატესად სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ვმოქმედებთ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”. „თუ ჩვენთვის განმსაზღვრელია […]