ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ პირს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. პროკურატურის ცნობითვე, […]
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს. პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება […]
2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა. განხილვის პროცესში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, იმ […]
1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი იზრდება

2025 წლიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადების დონე გაიზრდება – ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული კანონი. ცვლილების მიხედვით, კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ინიციატივის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა. აზარტული თამაშების კომპანიები […]
პაპმა საახალწლო მიმართვაში აბორტის საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა

რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის მიმართვაში, მორწმუნეებს მიმართა და მოუწოდა მათ, უარი თქვან აბორტზე და დაიცვან „მტკიცე ვალდებულება“ და პატივი სცენ სიცოცხლეს ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე. 88 წლის ფრანცისკემ ოთხშაბათს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, აღავლინა საახალწლო მესა, რომელიც ღვთისმშობელს მიეძღვნა. თავის ქადაგებაში მან თქვა, რომ ლოცულობს – ყველამ ისწავლოს „ქალისგან დაბადებული ყოველი შვილის“ მოვლა და „სიცოცხლის ძვირფასი […]
“კობახ! არ მიწყინო…” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი: კობახ! არ მიწყინო… ან მიწყინე… როგორც გინდა! გუშინდელ აქციაზე მარტო კობახიძეებს თუ მოითვლიდი, 3200 კობახიძე იყო. ივანიშვილი, რაც მოვითვალე, 191; პაპუაშვილი იყო 209; სუბელიან-სუბარი – 161; მგონი, ვოლსკიც იყო სამი თუ ოთხი! უილსინიც ამდენივე! ერთი ტრამპიც! და დაგამწუხრებ – პუტინი არ იყო, არც ერთი!..
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის წესით უნგრეთისგან გადაიბარა და ამ სტატუსს მომდევნო 6 თვით ატარებს. უნგრეთის საკამათო თავმდჯომარეობის შემდეგ, რომელმაც თავმდჯომარეობის არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის ფონზე და წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ ომის დასრულებისთვის, პოლონეთი ფოკუსირებული იქნება ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცებაზე. ამიტომ პოლონეთის თავმდჯომარეობის ლოზუნგია – […]
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. 1 იანვრიდან, ამ ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე შემოწმება გაუქმდა. ამგვარად, მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, საბუთების წარდგენა აღარ დასჭირდებათ. 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხმა მისცეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში სრულად შესვლას.
ჩაკვეტაძის მეექვსე საგოლე პასი – “უოტფორდმა” ისევ წააგო

ჩემპიონშიფის ოცდამეხუთე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 24 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ შეუცვლელელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – ანალიტიკური საიტების შეფასებით ის თავის გუნდში საუკეთესო იყო: sofascore 8.2, whoscored 7.7, flashscore 7.4. „უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მარცხი […]
1 იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა

საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება. კანონპროექტის თვდაპირველი ვერსიის მიხედვით, დეპუტატების ხელფასები ფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება. ამ კანონით დეპუტატებმა საკუთარ ანაზღაურებად კანონით დადგენილი ზედა ზღვარი განისაზღვრეს. კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, „ქართული ოცნების“ […]