თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თეირანში იტალიელი ჟურნალისტის დაკავების გამო, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს. „მთავრობა, სესილია სალას დაკავების პირველივე დღიდან სახლში მის დასაბრუნებლად დაუღალავად მუშაობს და მოვითხოვთ, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს“, – წერს ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას […]
ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია – ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს. „როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის […]
ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის რიცხვი 15-მდე გაიზარდა

აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში პიკაპით მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 15-მდე გაიზარდა – იტყობინება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო – FBI-ი. ამავე ცნობით, დანაშაულს, როგორც ჩანს, ”ისლამისტური” ფონი აქვს. ნიუ ორლეანის სასეირნო უბანში – „French Quarter”-ში ახალი წლის ღამეს მოზეიმეებს შორის შეიჭრა პიკაპი, რომლის მძღოლმა განზრახ შეაჯახა მანქანა ვიწრო ქუჩაზე მყოფ ადამიანებს. პოლიციის მოსვლის შემდეგ ატყდა […]
მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის – ღოღობერიძე

„მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის“, – ასე ეხმაურება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე რუსთაველზე 31 დეკემბრის ღამის აქციას, სადაც ათიათასობით მოქალაქე ახალ წელს ერთად შეხვდა. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ლანა ღოღობერიძის პოსტს, რომელიც მის Facebook-ზე დღეს, 2 იანვარს, გამოქვეყნდა. „ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და […]
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

“ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს განგრძობად მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ვალდებულებისთვის ევროპული ფასეულობებისა და განვითარების მიმართ”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრი ქვეყნები ერთმანეთს, როტაციის პრინციპით, 6-თვიანი ვადით ენაცვლებიან. 1 იანვრამდე, მორიგე თავმჯდომარის […]
რუნი “პლიმუთს” აღარ გაწვრთნის

უეინ რუნი “პლიმუთს” აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. რუნისთან ერთად, გუნდს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც დატოვებენ. შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა “პლიმუთი” გასული წლის მაისში ჩაიბარა, ამ მომენტისთვის კი გუნდი ჩემპიონშიფში 18 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
ხელვაჩაურში გზიდან გადავარდნილი მანქანა 24–საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისპირთან, მანქანა გზიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა პირველი იანვრის დილას მოხდა. მანქანა თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
“აქციაზე, ორი, 18-19 წლის ახალგაზრდა მომიახლოვდა… თქვენ ჩვენი მამა ხართო” – რას წერს გოჩა მირცხულავა

გუშინ, აქციაზე, ორი, 18-19 წლის ახალგაზრდა მომიახლოვდა და ახალი წელი მომილოცეს. ერთმა შოკოლადი მომაწოდა, მეც დავუბრუნე. გატრიალდნენ და მიდიან. მერე გაჩერდნენ, რაღაც უთხრეს ერთმანეთს და მობრუნდნენ. ინტერესით ვუყურებ. ერთი მეუბნება: – ვერ გვიცანით? ნიკა ვარ. გავუღიმე: – უნდა გიცნობდეთ? -კი, – მეუბნება და მიღიმის თავადაც. თვალები მოვჭუტე და ვაკვირდები. -აბა, მითხარი რატომ უნდა გიცნობდეთ? – […]
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველო – უკრაინელებმა Magura V5-ი დრონით რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურეს

საზღვაო დრონმა Magura V5-მა, რომელიც აღჭურვილი იყო სარაკეტო იარაღით, ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენის განადგურება მოახერხა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „განახლებული მონაცემებით, შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბერს „ჯგუფი 13-ის“ სპეცრაზმელებმა, რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო დრონით, Magura V5-ით, რუსული Mi-8 […]
“მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, საქართველო კრიზისიდან გამოიყვანოს” | იუკნევიჩიანე

“მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, [საქართველო] კრიზისიდან გამოიყვანოს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წერს. “მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი,” – წერს იუკნევიჩიანე.