რამაზ საყვარელიძე – საქართველო 2025 წელს სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილი შეხვდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. – ბატონო რამაზ, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ […]
3 იანვრის საპროტესტო აქციების განრიგი

3 იანვარს დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. განრიგი ასეთია: თბილისი 19:00, მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. “დღის ეთერი ხალხს!” 19:00-22:00 , შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს! რუსთაველზე, ნაძვის ხესთან 19:00-22:00 , ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! ვეკუას 3ა ქუთაისი 19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ ბათუმი 19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის მე-30 დღე […]
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპელი სამშვიდობოების განლაგების მომხრეა, მაგრამ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განლაგება შესაძლებელია, მაგრამ მომავალში ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა გამოირიცხოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარების განთავსების თაობაზე. „მაგრამ მხოლოდ საფრანგეთი არ არის საკმარისი. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს მხოლოდ ერთი […]
ხვიჩა 2025 წელს იწყებს – “ბარსელონა”? რატომაც არა – ტოპლიგაში ქართველი დაგვემატა, რას უნდა ველოდოთ…

2024-ში საკმაოდ ბევრი სპორტული წარმატება იყო, რის გაგრძელებასაც ისევ ველით – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა… ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქართველი ლეგიონერების წარმატება იქნება. საახალწლო დღეებშიც ვხედავთ, NBA-ში გოგა ბითაძე როგორ “დაფრინავს”, კალათბურთელებისგან კი მორიგ ევრობასკეტს ვისურვებთ… რაც შეეხება ფეხბურთს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმისგან განკურნების შემდეგ ჯერ “ვალენსიას” გადარჩენა უნდა სცადოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ […]
“დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შესაძლოა, დაეხმაროს მათ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში. “ტრამპი შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია […]
სამხრეთ კორეაში სცადეს გადაყენებული პრეზიდენტის დაკავება, თუმცა გადადეს ადგილზე ჯარისკაცების ყოფნის გამო

პარასკევ დილას, 3 იანვარს, სამართალდამცავებმა სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაპატიმრება სცადეს, თუმცა საბოლოოდ, მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, დაპატიმრების ორდერის აღსრულება გადადეს. ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 იანვარს შევიდნენ, თუმცა რამდენიმე საათში „კორუფციის გამოძიების სამსახურმა“ განაცხადა, რომ „დაპატიმრების ორდერის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა მიმდინარე დაპირისპირების გამო“. […]
“ნუ გვიხარია [ბიძინა ივანიშვილის] დასანქცირება…საქართველო ვერ გაუძლებს სანქციებს” – ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და „ჰეშ ბანკის“ თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დასანქცირება არ უნდა გვახარებდეს. ის განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი ძლიერი არაა, როგორიც რუსეთის ან თურქეთის ეკონომიკები და ქვეყნის ეკონომიკაში მოვლენები დომინოს პრინციპით ჩამოიშლება და ყველაფერი ჩამოიშლება. თემაზე ბიზნესმენმა გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ლაშა […]
წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა

2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8197 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8197 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8218 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.8138 ლარი. კურსის ცვლილება – 0.70 თეთრი. · 1 ევრო – 2.9292 ლარი. კურსის ცვლილება – 0.14 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5279 ლარი. კურსის ცვლილება – 0.70 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0796 ლარი. […]
ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე […]