ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით, ათი დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი ორიოლისა და როსტოვის ოლქების თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში და თითო ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ იასნიე ზორიზე, […]
„დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი შესაძლოა, დაეხმაროს მათ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში. „ტრამპი შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია […]
2 დაღუპული და 18 დაშავებული – კალიფორნიაში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა

„სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van’s RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა. ოფიციალური პირები არ ასახელებენ დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ განიცადა თვითმფრინავმა კატასტროფა. მომხდართან […]
“კონტეს კვარაცხელიას შემცვლელად ამ ფეხბურთელის მოყვანა სურს” – იტალიელი ჟურნალისტი

“ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეი” დატოვოს. იტალიელმა ჟურნალისტმა და წარსულში “ნაპოლის” მედია მენეჯერმა მასიმო სპარნიელიმ, Tifosi Napoletani-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს, ქართველის შემცვლელად “ლივერპულიდან” ფედერიკო კიეზას მოყვანა სურს. “კვარაცხელიამ “ნაპოლის” ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა, თანაც გასულ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენისგან” სარფიანი წინადადება მიიღო, პარიზელები ხელფასის სახით დაახლოებით […]
რამდენ ლარად შეიძენთ დღეს დოლარს და ევროს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8138 ლარია. კურსი, რომელიც ახლ წლამდე მოქმედებდა, 2.8068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9292 ლარია. მაშინ, როცა ახალ წლამდე მოქმედი კურსი 2.9306 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.
როგორი ამინდი იქნება 3 იანვარს

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): […]
2025 წლის სპორტული კალენდარი

იანვარი 3-17 ავტოსპორტი. რალი დაკარი. საუდის არაბეთი 12-26 ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია. მელბურნი. ავსტრალია 12-10 თებერვალი ფეხბურთი. აზიის თასი. ყატარი 14-2 თებერვალი ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი. კაცები. ხორვატია/დანია/ნორვეგია 21-22 ფეხბურთი. ჩემპიონთა ლიგა. ძირითადი ეტაპი. VII ტური 23 ფეხბურთი. ევროპის ლიგა. ძირითადი ეტაპი. VII ტური 28-2 თებერვალი ფიგურული სრიალი. ევროპის ჩემპიონატი. ტალინი. ესტონეთი 29 ფეხბურთი. ჩემპიონთა ლიგა. ძირითადი […]
საქართველო 2024 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

2024 წელს, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საინტერესოა, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველო BB დონეზე 2007 წელს გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ, თუმცა წელს პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა. დაახლოებით მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ. უფრო […]
BBC – სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს და პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. “დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია განხორციელდეს უწყვეტი დაპირისპირების გამო”, – განაცხადეს გამომძიებლებმა. ამასთან, იუნ სუკ იოლის მომხრეები მისი რეზიდენციის გარეთ სკანდირებენ: “ჩვენ გავიმარჯვეთ!” შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დასაპატიმრებლად მის რეზიდენციაში მივიდნენ, მაგრამ პრეზიდენტის […]