ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს – ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ, კახა ზივზივაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი უკვე გერმანიაშია და კონტრაქტს Heideinheim-თან სავარაუდოდ დღეს გააფორმებს.
„საქსტატი“ – 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა

2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 2.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური […]
იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? ჩემთვის ცალსახაა, რომ არა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები მეტყველებს, რომ მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არაა დაინტერესებული „პრო-რუსული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით“. ლიეტუვური გამოცემის, „დელფის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „პუტინმა 2024 წელს სირია დაკარგა, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო შეიძინა“, პოდოლიაკმა უპასუხა, რომ ეს „რთული კითხვაა“, შემდეგ კი განაცხადა: „ჩემთვის გამოცანად რჩება, […]
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს

ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა. რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია […]
დღეს, აშშ-ის კონგრესი პირველ სხდომაზე მეგობარი აქტის განხილვას დაუბრუნდება

დღეს, აშშ-ში კონგრესის პირველ სხდომაზე მეგობარი აქტის რეინიცირება იგეგმება – ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს. ამასთან, კონგრესის პირველივე სხდომაზე მეგობარი აქტის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს წარადგენს. ამერიკის კონგრესის ახალი შემადგენლობა დღეს პირველი სხდომისთვის ემზადება – თბილისის დროით 20:00 საათზე ამერიკელი კანონმდებლები ფიცს დადებენ და მუშაობას […]
ალექსანდრე თვალჭრელიძე – 2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული […]
“ბარსელონა” დე იონგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა…

ფრენკი დე იონგმა შესაძლოა, “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” ნიდერლანდელ ნახევარმცველს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას სთხოვს, ამჟამად ფრენკი წელიწადში დაახლოებით 19 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, დე იონგს “ბარსასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
ლარის 2024 წელი

გასული, 2024 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო. წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულში კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, რომელიც შემოდგომაზე დასტაბილურდა, თუმცა წლის ბოლოს ისევ გაუფასურდა. 2024 წლის 3 იანვარს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.6889 ლარი იყო. წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რყევა განიცადა, ყველაზე მეტად ლარი […]
ბელგიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფოიერვერკის გაყიდვაზე აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა გავრცელდეს

ბელგიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში (VVSG) აცხადებენ, რომ ფოიერვერკის გაყიდვაზე აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა გავრცელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ფოიერვერკის შესაძენად საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები. „პოლიტიკოს“ ცნობით, ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ მერების 80% მხარს უჭერს ბელგიის მასშტაბით ფოიერვერკის გაყიდვის აკრძალვას, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კი ადგილობრივ დონეზე უკვე დააწესა აკრძალვა ფოიერვერკის გაყიდვაზე. „წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ არის […]
აშშ-ის კონგრესი დღეს MEGOBARI Act-ს განიხილავს

დღეს კონგრესი MEGOBARI Act-ს განიხილავს. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც კონგრესის განახლებული შემადგენლობა განიხილავს დღესვე დაგეგმილია მეგობარი აქტის ავტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენის – ჯო უილოსნის პრესკონფერენციაც, რომელიც პირდაპირ და ხაზგასმით ამბობს, რომ ამერიკული სანქციების არამხოლოდ ოლიგარქ ივანიშვილზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს.