“ადრე, ბიძინა ივანიშვილმა კი დაგვირიგა ცოტა ფული, მაგრამ…”- რას ამბობს გიული ჩოხელი

12 თებერვალს პირველ ქართველ ჯაზმუსიკოს ქალს, გიული ჩოხელს 90 წელი შეუსრულდება. დღეს გიული ჩოხელი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას, ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად თავს ძალიან ცუდად გრძნობს… – მოდი, საუბარს ასე დავიწყებ, რომ ესენი სასწრაფოდ უნდა მოგვშორდნენ! რაც ვნახე, ამ ყველაფერმა ლოგინად ჩამაგდო, ვეღარ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ! პოლიციის, სპეცრაზმის თანამშრომლებს როგორ არ რცხვენიათ, პარლამენტთან […]

„ვნახეთ აქტივისტი ბიზნესმენები“ – 2024 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი კეპულაძისგან

„წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა იყო პოლიტიკა, რამაც შემდგომ ეკონომიკური მოვლენებიც განაპირობა,“ – ასე აფასებს ქვეყანაში 2024 წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დააზიანა, რამაც მისი თქმით, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტი სირთულე გამოიწვიოს. […]

ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი – იუწყება რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო. ქერჩში, ქალაქის სანაპიროს რაიონში “გამოვლენილია მცირედი დაბინძურება” 1,8 კილომეტრის ფართობზე, ტობეჩიკის ტბასთან – 2,1 კილომეტრის ფართობზე. მანამდე სამინისტრო იუწყებოდა სანაპიროზე მაზუთის დაღვრის ახალ შემთხვევაზე ანაპის რაიონთან. საერთო ჯამში, სამინისტროს მონაცემებით, მოხერხდა 73 ათას ტონამდე დაბინძურებული ქვიშის და გრუნტის […]

Reuters – ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის ახალ მმართველებს შეხვდებიან

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის სახელით სირიას ეწვივნენ და სირიის დე ფაქტო ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მინისტრები, რომლებიც დამასკოში დღეს დილით ცალ-ცალკე ჩავიდნენ, ასევე შეხვდებიან სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სირიის ყველაზე ცნობილ ციხეს, სედნაიას კომპლექს მოინახულებენ. „ჩემი დღევანდელი მოგზაურობა – […]

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯამში, 33 ზარი შევიდა, მათ შორის 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია […]

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“ – მიხაილო პოდოლიაკი

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“ – მიხაილო პოდოლიაკი თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა […]

“ნუ გვიხარია [ბიძინა ივანიშვილის] დასანქცირება…საქართველო ვერ გაუძლებს სანქციებს” – ლაშა პაპაშვილი (Bm.ge)

“ნუ გვიხარია [ბიძინა ივანიშვილის] დასანქცირება…საქართველო ვერ გაუძლებს სანქციებს” – ლაშა პაპაშვილი (Bm.ge) ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და „ჰეშ ბანკის“ თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დასანქცირება არ უნდა გვახარებდეს. ის განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი ძლიერი არაა, როგორიც რუსეთის ან თურქეთის ეკონომიკები და ქვეყნის ეკონომიკაში მოვლენები დომინოს პრინციპით ჩამოიშლება და […]

“ნერვები რომ გეშლებათ, პარლამენტარს 7000 ლარით ხელფასი გაეზარდაო…”- რას წერს სტეფანე

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. “ნერვები რომ გეშლებათ, პარლამენტარს 7000 ლარით ხელფასი გაეზარდაო და ჯამში 11000 ლარი იქნებაო, თქვენ ვერ მიხვდებით ვერასდროს, რომ მაგ თანხით, პარლამენტარის მეუღლე შანელში ნორმალურ ჩანთასაც ვერ იყიდის, ლორო პიანაზე საუბარიც ზედმეტია… და რამდენი უნდა იშრომოს, ჰერმესში ტყავის ჩანთის ყიდვის უფლება რომ მოიპოვოს!”- წერს სტეფანე.

„საქსტატი“ – დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ზეთზე და ცხიმზე 3%-ით, მომატებულია ფასები რძეზე, ყველსა და კვერცხზე

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთზე და ცხიმზე 3%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებს, მისი მაჩვენებელი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.4%-ითაა მომატებული. „2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. […]

დღეს წმიდა მრავალვნებული ანტონ II-ს და მაკარი მმარხველის ხსენების დღეა

უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე გახლდათ ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი, როდესაც რუსეთის იმპერიამ 1811 წელს, სრულიად ანტიკანონიკურად გააუქმა საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომლის აღდგენა, ღმრთის მადლით, 1917 წელს გახდა შესაძლებელი. თეიმურაზ ბაგრატიონი დაიბადა 1762 წლის ძვ.სტ. 8 იანვარს. იგი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, მეორე ქორწინებიდან. თეიმურაზი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. დიაკვნისა და […]