1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9292 ლარს შეადგენდა. […]

ტყიბულში სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტყიბულში, მერიის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, წინასაახალწლო პერიოდში 40-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეები აცხადებენ, რომ „საქნახშირის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. მეშახტეების მხარდამჭერებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი: „დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!” „ჩემი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას და ამის საფუძველზე მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის კიდევ […]

პოლონეთმა გადაწყვიტა, არ მიიწვიოს უნგრეთის ელჩი ღონისძიებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებას ეძღვნება

პოლონეთმა გადაწყვიტა, არ მიიწვიოს უნგრეთის ელჩი ღონისძიებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებას ეძღვნება. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ უნგრეთმა თავშესაფარი მისცა პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის, „კანონი და სამართლის” დეპუტატს, მარჩინ რომანოვსკის. მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, ვარშავაში დაგეგმილ ღონისძიებაზე არც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის […]

აშშ-ის პერსონალური ხარჯების ინდექსი იზრდება – TBC Capital

აშშ-ის პერსონალური ხარჯების ინდექსი იზრდება. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, გამოქვეყნებული ვაჭრობის დეპარტამენტის მაჩვენებლის თანახმად, პერსონალური ხარჯების ინდექსი (PCE), რომელიც ფედერალური რეზერვის საყვარელი ინფლაციის საზომია, ოქტომბერთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა. წლიურ დონეზე, მაჩვენებელი 2.4%-იან ინფლაციის ტემპს მიუთითებს, რაც ჯერ კიდევ აჭარბებს ფედერალური რეზერვის 2%-იან მიზანს, მაგრამ უფრო დაბალია Dow Jones-ის […]

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიზნესს ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – რას ამბობს ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ მსხვილი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, ის მათ შეხვდება. ასე უპასუხა BMG tv-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას ბიზნესმენმა. წამყვანის კითხვაზე, რაზე დაელაპარაკებიან ბიზნესმენები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ მათი მთავარი საკითხი კრიზისიდან გამოსავალი იქნება. პაპაშვილი ასევე ამბობს, რომ ბიზნესმენებს არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე ჰქონდათ სატელეფონო ზარი ივანიშვილთან. […]

ნიკა მელია – ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება – ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა

მომავლისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება და საგარეო ვექტორის გასწორება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, – ამის შესახებ „კოალიცის ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღეს რაც რუსთაველზე ხდება, „მართლაც საოცრებაა“. „ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება – ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა. მეტიც, „დავამუღამეთ“, გავიწაფეთ ამ ბრძოლაში […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9292 კურსი ლარს შეადგენდა. […]

ილჰამ ალიევის ბიძაშვილი დიჯეი მიკაელა ჯავი ათენში ანტინარკოტიკული რეიდისას დააკავეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიძაშვილი, დიჯეი იზატხანიმ ჯავადოვა, საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს მდებარე ქალაქში ნარკოტიკების წინააღმდეგ საპოლიციო რეიდისას დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებენ ბერძნული გამოცემები, ასევე – აზერბაიჯანული ოპოზიციური მედია Meydan TV. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, ათენის სიახლოვეს, კალივიის დასახლებაში, კერძო სახლში რეიდის შედეგად ამოღებულია 97,3 გრამი კოკაინი, ექსტაზის 190 ტაბლეტი, ქსანაქსის 23 ტაბლეტი, 13 გრამი კანაფი, 2,8 გრამი […]

ვწუხვარ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პაპუაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ვწუხვარ პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის სამძიმარში.

„ნაცმოძრაობისთვის“ სალომე ზურაბიშვილი იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან

„ნაცმოძრაობისთვის“ სალომე ზურაბიშვილი იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობისთვის“ იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, […]