ქართველი თავდამსხმელით ბერძნული გრანდი დაინტერესდა

“სარაევოს” 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი გულიაშვილით საბერძნეთის სუპერლიგის ლიდერი “ოლიმპიაკოსი” დაინტერესდა, – იტყობინება transferfeed-ი. გამოცემა წერს, რომ ქართველი ბოსნიის ჩემპიონატში შესანიშნავ სეზონს ატარებს, 17 მატჩში გატანილი 12 გოლით ბომბარდირია და პირეოსული კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. გიორგის “სარაევოსთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, რაც ბერძნული კლუბისთვის ხელმისაწვდომი ფასია […]

არგენტინის პროდასავლელი რეფორმატორი – ხავიერ მილეი „უბატონო ეკონომიკის“ მშენებლობის გზაზე

2023 წლის ბოლოსთვის არგენტინა ეკონომიკური უფსკრულის წინაშე იდგა, მსგავსი სიტუაცია ქვეყანას ბოლოს 1975 წელს ჰქონდა, თუმცა ბოლო წლების ეკონომიკური კოლაფსი, ი დროინდელ მასშტაბებსაც კი აჭარბებდა. მაგალითად, 2023 წელს 1975 წელთან შედარებით ფულის მასა გაორმაგებული იყო, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთები კი 4-ჯერ მაღალი, რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს, აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელს, გასული წლის ანალოგებთან […]

„ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური“

საახალწლო დღეებია და საქართველოს ზამთრის კურორტებზე, როგორც წესი, ტურისტების სიმრავლე უნდა იყოს. ტრადიციულად, ეს არის პერიოდი, როდესაც სასტუმროებში ან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ადგილის პოვნა ჭირს ან თადარიგი უნდა დაიჭიროთ და სასურველი თარიღი თვეებით ადრე დაჯავშნოთ. თუმცა, წლევანდელი ზამთარი გამონაკლისია. გუდაური ტურისტების სიმცირეს განიცდის და ამას აღნიშნავენ თითქმის ყველა ადგილობრივი სასტუმროში. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის […]

“რომ ჰკითხო ნაცებს ებრძვიან” – რას წერს ზვიად ტომარაძე

დამისახელეთ 6 წლის მანძილზე სალომე ზურაბიშვილის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, ან საქმე, სამწუხაროდ ვერ დამისახელებთ, თუ მეტყვით შესაბამისი ძალაუფლება არ ჰქონდაო, გიპასუხებთ, გული გულობდეს და საერთოდ არანაირი ძალაუფლება რომ არ გქონდეს, მაშინაც კი შეიძლება საქმის კეთება, ფაქტი გინდათ? კი ბატონო! არც ძალაუფლება მქონია და არც არანაირი მხარდაჭერა და 45 კანონპროექტი დავწერე (ყველა ხალხის დაკვეთა იყო) და […]

ირაკლი ფავლენიშვილი – დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა

დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი წინააღმდეგია ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების. „დიქტატურის დამყარების პირობებში, ივანიშვილის ამოცანაა საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გაწმენდა. თუმცა ამ წმენდების დროსაც ივანიშვილი და მისი გუნდი მიხვდება, […]

ტოყაევმა საპარლამენტო სისტემის ნაკლოვანების მაგალითად საქართველო დაასახელა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ წყობას პოსტსაბჭოთა სამყაროში თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლენია და მაგალითად საქართველო დაასახელა. 3 იანვარს სახელმწიფო გაზეთ „ანა ტილიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კორესპონდენტი პრეზიდენტ ტოყაევს ეკითხება, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მზადდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ყაზახეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას“, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში […]

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა

პარასკევს, 3 იანვარს, 12:43 საათზე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სომხეთის მხარეს, ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე, საწყობში, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა, ხანძარი გაჩნდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამინისტროს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის რამდენიმე ეკიპაჟი, წყალმზიდი ავტომობილი იყვნენ მობილიზებული. უწყების თანახმად, 14:24 საათზე ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, 16:18 საათზე […]

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჩინეთსა და რუსეთში დამზადებული დრონები აკრძალოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ში ჩინური დრონების გამოყენების აკრძალვას ან შეზღუდვას განიხილავს. The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკულ კომპანიებს შესთავაზა, რომ მარტის დასაწყისისთვის წარადგინონ განმარტება შეთავაზებულ ზომებზე. სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ გამოყენება იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომელთა დიზაინი და წარმოება შეერთებული შტატების უცხოელ მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან […]

“ამდენ ათას პენსიონერს პროტესტის გრძნობა არ უჩნდება მთავრობამ ამხელა შეურაცხმყოფა რომ მიაყენა?” – ზურაბ ბაუჟაძე

ამდენ ათას პენსიონერს პროტესტის გრძნობა არ უჩნდება მთავრობამ ამხელა შეურაცხმყოფა რომ მიაყენა? ნუთუ მდიდრები ხართ? ნუთუ არ გშიათ? ნუთუ არ გცივათ? ნუთუ წამალი არ გჭირდებათ? ნუთუ 400 ან თუნდაც 450 ლარი გყოფნით რამეში? ნუთუ თავმოყვარეობა არ გაწუხებთ? ნუთუ ვერ ხედავთ რომ შეგაფურთხეთ ხელისუფლებამ?

“იჭერენ და ცემენ თუ არა ევროპაში პოლიციელები მომიტინგეებს?” – გიორგი ფოფხაძე

იჭერენ და ცემენ თუ არა ევროპაში პოლიციელები მომიტინგეებს? – გეტყვით რომ, დიახ ცემენ პოლიციელები და თან სასტიკად. მაგრამ.. აი აქ არის მთავარი მაგრამ. 1. ევროპაში პოლიცია იცავს მანიფესტანტებს და რა თქმა უნდა წესრიგს. აქედან გამომდინარე პოლიცია იწყებს დარბევას და ცემა ტყეპას მხოლოდ მას შემდეგ თუ მომიტინგეები გამოდიან წესის და რიგის “ზონიდან” და ა) ხელჩართულ ჩხუბს […]