ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა, ამასთან, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი, საიდანაც მადურომ ხმათა 51%-ი მიიღო, აჯობა რა მის მთავარ მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული უნიტარული პლატფორმის კანდიდატს, ედმონდო […]

დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ – ჯეიმს დევიდ ვენსი

დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ, – ამის შესახებ სენატორმა ოჰაიოდან, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრა თუ არა მან ტრამპთან ამ საკითხზე, ვენსმა დადებითად უპასუხა. „მას სპილოს მეხსიერება აქვს და რა თქმა უნდა, ახსოვს ხალხის მხრიდან კრიტიკა. მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც მედიას, ჩემი აზრით, ნამდვილად […]

მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით, სწორი მიმართულებით. ბოლო სამი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი, 72% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 71% 18-24-ში ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანიაფორმულას დაკვეთით […]

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა სტრატეგიულ პარტნიორებში, სადაც ღვინის ექსპორტში მინუსი გვაქვს – ლევან მეხუზლა

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, სადაც მინუსი გვაქვს ღვინის ექსპორტის მხრივ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ წლის ბოლოდან ჩინეთშიც იქნება ღვინის გაყიდვების ზრდა. „ჩინეთში პანდემიის შემდეგ ღვინის მოხმარება მკვეთრად შემცირდა. ზოგადად, ჩინეთი არ იყო ტრადიციული ღვინის ქვეყანა. მას […]

ცირკი ისევ ზარალზე – შენობა რომელიც 7 წელია ვერ გაიყიდა, შემოსავალს მხოლოდ იჯარიდან იღებს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისის ცირკი წლებია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ცირკის ზარალი 264 057 ლარი იყო, 2022 წელს კი 271 079 ლარი. ცირკის შემოსავალს მხოლოდ იჯარიდან მიღებული თანხა წარმოადგენს, რომელმაც 2023 წელს 206 314 ლარი შეადგინა, ხარჯმა კი 470 371 ლარი. ხარჯის ძირითადი წილი დარიცხული ხელფასებია, რომელმაც ჯამში 168 488 ლარი შეადგინა. […]

მძიმე ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მადურო ვენესუელის მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადეს, ოპოზიცია შედეგს არ აღიარებს

ვენესუელის საარჩევნო კომისიამ დღეს, 29 ივლისს გამოაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კი ხმების 44% მიიღო. არჩევნებში კიდევ რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობდა. ოპოზიცია ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს. ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, […]

ქედაში, მსუბუქი ავტომანქანის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებული პირი ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები […]

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი – რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ახორციელებენ წნეხს, თუმცა ყველაზე რთული ვითარება პაკროვსკოეს მიმართულებაზეა. „დადასტურებული ინფორმაციით, გუშინდელი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანა და 69 საჰაერო […]

ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა

ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჰეპატიტებსა და მათ გამომწვევ დაავადებებზე, ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალციხეში გამართული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება სკრინინგისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, ამ მიმართულებებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი, რეგიონებში, ცნობიერების ამაღლების […]