„რეტინოპათიის რისკის შესამცირებლად უმთავრეს როლს დიაბეტის სწორი მართვა თამაშობს – შოთა თადუმაძე

„საქართველოში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დიაბეტური რეტინოპათიის გამოვლინების ალბათობა დაახლოებით 30%-ს უტოლდება“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგმა და ოფთალმოქირურგმა შოთა თადუმაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადების დროული გამოვლენისა და მისი პროგრესირების რისკის შესამცირებლად აუცილებელია დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტი გადიოდეს რეგულარულ შემოწმებას სპეციალისტთან და დაავადების გამოვლინების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული მკურნალობის დაწყება. „კომერსანტი“ შოთა […]

საქართველოში გასულ წელს 243 საავადმყოფო და 2 295 ამბულატორია ფუნქციონირებდა – საწოლფონდი წლიურად 14.5%-ით შემცირდა

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს – 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ – 204.9 დღე (2022 წელს – 167.2 დღე). „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 295 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ […]

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, – უთხრა სარჩელის შეტანის დროს ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელიც მომდევნო არჩევნებში „ერთიანობის“ კოალიციით იყრის კენჭს. […]

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ო’მალის დაუპირისპირდება

14 სექტემბერს, UFC-ში, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის პირველ საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს – იგი შონ ო’მალის შეხვდება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა. მისივე ცნობით, ბრძოლა ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე შედგება. მერაბ დვალიშვილს UFC-ში 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. მოგების შემთხვევაში ის გახდება მეორე ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ქვემსუბუქი […]

28 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა

პარიზში მიმდინარე 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილმა და მოცურავე ნოე ფანცხავამ იასპარეზეს. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა(66 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა. ქართველი სპორტსმენი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და შეხვედრა ფრანგ ვალიდ ხიარისთან დათმო. 18 წლის ქართველს მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე 100 […]

F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით 6-მა უკრაინელმა პილოტმა გაიარა

F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით ამ დროისთვის მხოლოდ 6-მა უკრაინელმა პილოტმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საწვრთნელ პროცესში ნატო-ს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო ჩართული. ამასთან, Washington Post-ის განმარტებით, გარდა იმისა, რომ F-16 ტიპის ავია მოიერიშეების სამართავად ძალიან ცოტა პილოტია გაწვრთნილი, არც ავია მოიერიშეების მყისიერი გამოყენება იქნება შესაძლებელი, რადგან რუსულმა […]

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს. „ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. […]

მამარდაშვილმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

“ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, Mega-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. გიორგის თქმით, მას “ღამურების” რიგებში დარჩენა სურს, თუმცა ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის. “მსურს თუ არა “ვალენსიაში” დარჩენა? კი. დავრჩები თუ არა? ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის, არ ვიცი”, – განაცხადა მამარდაშვილმა. შეგახსენებთ, მამარდაშვილს “ვალენსიასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. “ღამურები” ქართველი კარის დარაჯის […]

გიორგი ყუშიტაშვილი პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კრივის ტურნირზე, დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველ ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა. ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მასთან ერთად, პარიზში კიდევ ერთი მოკრივე, ლაშა გურული ასპარეზობს, რომელიც თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავიზღვისპირა კურორტებზე, 150-მდე კვების ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შავიზღვისპირა კურორტებზე, 150-მდე კვების ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, აღნიშნული 10 ბიზნესოპერატორ დაჯარიმდა და მათ შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. „საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, […]