რუსეთში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე წყალმა დამბა გაარღვია

სულ მცირე 7 ადამიანი ითვლება დაკარგულად რუსეთის კარელიის მხარეში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე მომხდარი ავარიის შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, დამბის გარღვევის შედეგად დანგრეულია 13 სახლი და დაშავებულია 9 ადამიანი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, წყალმა დაბა ნადვოიცასთან წალეკა არხის რეკონსტრუქციის პროცესში დამონტაჟებული შესაკრავი. 2023 წლის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, […]

გივი მიქანაძე – საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა არასამთავრობომ, მათგან მხოლოდ 21-ს, ანუ 17%-ს აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთანაა დაკავშირებული

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კვლევა წარადგინა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 121 ორგანიზაციიდან 22%-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ აქვს. მისი განმარტებით, 18 ორგანიზაციას საერთოდ არ აქვს ვებ-გვერდი, 9 ორგანიზაციის ვებ-გვერდი კი მიუწვდომელია. ამასთან, მისი განმარტებით, ორგანიზაციების 31%-ს არ აქვს პროექტების დასახელება; […]

საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა თამარ კორძაიამ განუცხადა, არჩევნებამდე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება „ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს“. „საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ […]

პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას – მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას, ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტიქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ

მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას, ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტიქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას. მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიულ აქტივს ხვდება. „მინდა გამოვეხმაურო ,,ქართული ოცნების” განცხადებას. თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ,,ერთიანობის” ლიდერებთან […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა ვეღარ შეძლოს მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება – ისევე როგორც ჩვენ შევედით ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ შესაძლოა, მსგავსი რამ გავუკეთოთ მათაც

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შესაძლოა, ისრაელში შევიდეს, როგორც მან ეს ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანს არ განუმარტავს, რა სახის ინტერვენციას გულისხმობდა ის. „ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა ვეღარ შეძლოს მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება. ისევე როგორც ჩვენ შევედით ყარაბაღში, […]

ბათუმში ოჯახი ჩვილის დაღუპვაში ექიმს ადანაშაულებს – მომხდარზე გამოძიება დაიწყო

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ქალის ოჯახი ექიმს არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. გამოცემა დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ “უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს […]

საქართველოში 194 ბაზარია – რამდენი მოვაჭრეა დასაქმებული?

საქსტატმა ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ 2023 წლის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მაჩვენებელი 2022 წელს 197 იყო, შესაბამისად, გასულ წელს ქვეყანაში ბაზრებისა და ბაზრობების რაოდენობა 3 ერთეულით შემცირდა.

„რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრაზე ძლიერი იყო“ – რამდენად გამძლეა მიწისძვრების დროს საბჭოთა დროის კორპუსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრაზე ძლიერი იყო, მაგრამ მსხვერპლი ბევრად დიდი მოჰყვა. მისი თქმით, საბჭოთა კორპუსების და საბჭოთა კორუფციის მსხვერპლი გახდა სომხეთის მოსახლეობა და „ერთსართულიანი და ორსართულიანი რაჭა-იმერეთი, კიდევ კარგად გადაურჩა კავკასიის ინსტრუმენტულად რეგისტრირებულ ყველაზე ძლიერ მიწისძვრას“. თეა გოდოლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ: „რაც […]

ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა, ამასთან, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი, საიდანაც მადურომ ხმათა 51%-ი მიიღო, აჯობა რა მის მთავარ მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული უნიტარული პლატფორმის კანდიდატს, ედმონდო […]

საქართველოში 194 ბაზარი და ბაზრობაა, რომელთა შემოსავალმა გასულ წელს 176.9 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.4 პროცენტი ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1 პროცენტი – იმერეთის, 13.4 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9 პროცენტი – კახეთის, 8.8 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 2.1 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5 […]