საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მდგრადობის გეგმა ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს, ფერმერთა ჯგუფებსა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ასოციაციებს. ორგანიზაცია ფერმერებს სთავაზობს აგრობიზნესის განვითარებისათვის საჭირო მხარდამჭერ სერვისებს და მათი გაძლიერებით მხარს უჭერს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდასა და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და აგროკოოპერატივთა გაერთიანების COPA-COGECA-ს პრივილეგირებული პარტნიორი და […]
NEXT GARDENS: NEXT-ის ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე

შავი ზღვის სანაპიროს, დეველოპერული კომპანია NEXT-ის კიდევ ერთი უნიკალური და მულტიფუნქციური კომპლექსი – NEXT Gardens შეემატება. თანამედროვე საინვესტიციო-საცხოვრებელი აპარტამენტები კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში იქნება განთავსებული, რომლის მშენებლობაც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება. ზეთისხილის ბაღებით გამშვენებული, გამორჩეული კონცეფციის მქონე პროექტი 55 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. NEXT Gardens-ის არქიტექტურა ელეგანტური და ამავდროულად არასტანდარტული იერსახით იქნება წარმოდგენილი. შერჩეული ფორმები […]
გიორგი ვაშაძე – შავი ზღვის იქით არის ევროკავშირი, შავი ზღვის აქეთაც უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით ეს შეაჩერა – ამიტომ ვართ ოპოზიცია ერთიანი და შეგვაქვს სარჩელი

პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების სარჩელი დააკმაყოფილოს, თუმცა მისი თქმით, ამ პროცედურას ოპოზიცია კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე მიმართავს. მისი განმარტებით, სურთ, რომ პროცედურულად ყველაფერი გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხალხის გამარჯვებასთან ერთად, ე.წ. „რუსული კანონის“ გაუქმება მყისიერად მოხდეს. […]
არმაზ ახვლედიანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩაიჩეხა და ოპოზიცია ერთიანია, რათა პროცესის განბლოკვას შეუწყოს ხელი – ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია!

რეჟიმი მიზანმიმართულად ძარცვავს საქართველოს და ძარცვავს არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ ჩვენს ხალხს გლეჯს უმთავრეს – კონსტიტუციურ, ფუნდამენტური უფლებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩაიჩეხა და ოპოზიცია ერთიანია, რათა პროცესის განბლოკვას […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება

ივანიშვილის სურვილია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ქართველი ხალხი მხარს ცვლილებს დაუჭერს. „მჯერა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და მიუხედავად ივანიშვილის დეზინფორმაციისა, ხმას მისცემს ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური კურსის დასაბრუნებლად სჭირდება. ეს არის ერთადერთი […]
გიორგი ვაშაძე – სუს-ი არის ტყუილების სამჭედლო – 26 ოქტომბრიდან, პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში, იქნება სუს-ი

სუს-ი არის ტყუილების სამჭედლო – 26 ოქტომბრიდან, პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში, იქნება სუს-ი, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სავარაუდო ტერორისტული აქტის მოწყობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბევრი „მუცლით მეზღაპრეობა მიმდინარეობს“. „სუს-ში ბევრი სიყალბე, ბევრი მუცლით მეზღაპრეობა მიმდინარეობს. სუს-ი კი […]
როდის გაიხსნება ივანიშვილის ფონდის $375-მილიონიანი სასტუმროები

ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდი უკვე მეშვიდე წელზე მეტია თბილისში თაბორის მთასა და სოლოლაკში, ასევე აბასთუმანში სასტუმროების პროექტების განვითარებით არის დაკავებული. არსებული მდგომარეობით ფონდის ოპერირებაში ორი სასტუმროა, ესენია პარაგრაფ შეკვეთილი, რომელიც $130 მილიონი დაჯდა და პარაგრაფ თბილისი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $161 მილიონი დოლარია. BMG-იმ ფონდის პრესსსამსახურს მიმართა კითხვით როდის დასრულდება მათი სხვა საინვესტიციო პროექტები და […]
შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების 10 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. “სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს […]
Peking to Paris – „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიული რალის მონაწილეებს უმასპინძლა

საერთაშორისო რალი პეკინი-პარიზი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამჯერად ისტორიული მარშრუტის დასაფარად 70 კლასიკურ-ვინტაჟური ავტომობილი გაერთიანდა. მათ 13,680 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. რალიში ტრადიციულად „პორშეს“ უნიკალური მოდელებიც მონაწილეობდნენ. წლევანდელ შეჯიბრებაში ჩართული „პორშეს“ პილოტები პეკინიდან პარიზამდე გადაადგილებისას გზად შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო თბილისში, „პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისში გაჩერდნენ და საკუთარი ავტომობილების გამართვა „პორშეს“ ტექნიკოსებს მიანდეს. ისინი მთელი ღამის […]
სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს. “რადიო თავისუფლებას” გატაცებული გოგოს ბიძა ეუბნება, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს: “ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. […]