7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას სასამართლოში ერთი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია […]
თამარ კორძაია – Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს. მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ კომპრომისზე, შეთანხმებებზე უნდა წავიდნენ, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს. „Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანობით საქართველო იმარჯვებს. საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება ერთიანობით. ამიტომ ჩვენი მომდევნო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ ოპოზიციამ კიდევ უფრო […]
თინა ბოკუჩავა – თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შანსს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ] არის შანსი – თუ ის ამ შანსს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს და […]
გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური და მთელი საქართველო ტურისტებით დატვირთული და განვითარებული იყოს

26 ოქტომბერი არის, სწორედ ის არჩევნები, რომ ანაკლია, განმუხური და მთელი საქართველო ტურისტებით დატვირთული და განვითარებული იყოს,- ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ანაკლიაში ვიზიტისას განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ქვეყანას ჯინში არ უნდა უდგებოდეს. მისივე თქმით, ქვეყნის სათავეში ხალხის სამსახურში მყოფი ხალხი უნდა იყვნენ. „ახლა ვართ ანაკლიაში, […]
პაატა მანჯგალაძე – მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ – უკვე აღარ კითხულობენ: „გვეშველება რამე?“ პირდაპირ ამბობენ: „ხომ ვიმარჯვებთ?“ – დიახ, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას!

მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ. ალბათ, ყველაზე რეკორდულად მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს შესაძლოა, მაქსიმუმ, 60%-იანი მხარდაჭერის უფლება მისცეს, ისიც ოცნებებში და ფანტაზიებში. „ჩვენ მოვიარეთ რეგიონები. 3 დღის განმავლობაში 6-ზე მეტ ქალაქში ვიყავით და […]
საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge-ს კიდევ ერთი ახალი კურსი დაემატა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმას ახალი კურსი დაემატა. კურსი, „როგორ დავთვალოთ სწორად“ საბუღალტრო-საფინანსო საკითხებს ფარავს და მას FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე უძღვება. კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებს თუ ხელმძვანელებს იმ ბუღალტრული და ფინანსური […]
ვენესუელის არჩევნებში მადუროს საკამათო გამარჯვება გამოცხადდა

ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელაში 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ოპოზიცია საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ენდობა და გამარჯვებულად თავის კანდიდატს — ედმუნდო გონსალესს აცხადებს. ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მადურომ ხმების 51,2% მიიღო, ხოლო ედმუნდო გონსალესმა — 44,2%. ვენესუელის საარჩევნო საბჭო მადუროს ლოიალური პირების მიერ არის დომინირებული. „როიტერსის“ ინფორმაციით, მადურომ, რომელიც […]
კახეთში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს

კახეთის სოფელ კაბალში ახალგაზრდა, 23 წლის ქალი მოიტაცეს. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. შსს-ში ინფორმაციას ადასტურებენ და ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე. თუმცა მსგავს დანაშაულზე, რომელიც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, სასჯელის ზომა შესაძლოა 12 წლამდე პატიმრობით გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის გატაცებაში […]
Peking to Paris – „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიული რალის მონაწილეებს უმასპინძლა

საერთაშორისო რალი პეკინი-პარიზი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამჯერად ისტორიული მარშრუტის დასაფარად 70 კლასიკურ-ვინტაჟური ავტომობილი გაერთიანდა. მათ 13,680 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. რალიში ტრადიციულად „პორშეს“ უნიკალური მოდელებიც მონაწილეობდნენ. წლევანდელ შეჯიბრებაში ჩართული „პორშეს“ პილოტები პეკინიდან პარიზამდე გადაადგილებისას გზად შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო თბილისში, „პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისში გაჩერდნენ და საკუთარი ავტომობილების გამართვა „პორშეს“ ტექნიკოსებს მიანდეს. ისინი მთელი ღამის […]
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება – ამ წუთებში სუს-ში გამოკითხვაზე ორი მოქალაქე იმყოფება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. უწყებაში გამოკითხვაზე, ამ წუთებში, ორი მოქალაქე – ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი იმყოფება. ისინი არ ადასტურებენ, რომ არიან საქმის მოწმეები, თუმცა, მედიის ინფორმაციით, სწორედ მოწმეები უნდა მისულიყვნენ დღეს სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე. “კურიერის” კითხვაზე – უკავშირდებოდა თუ არა მათი უწყებაში მოსვლა ტერორიზმზე შეთქმულების საქმეს, ისინი ამბობენ, […]