„აგენტების კანონის“ შესახებ საკონსტიტუციო სარჩელები გაერთიანდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ შესული სამივე სარჩელი გაერთიანდება და ერთ საქმედ განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა. დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში 38 დეპუტატის სარჩელი შევიდა. მანამდე სასამართლოში “აგენტების კანონის” არაკონსტიტუციურობის საკითხზე ორი სარჩელი იყო შეტანილი. „მართალია, სამივე სარჩელი სხვადასხვა დროს შემოვიდა და შინაარსით ზუსტად […]
როგორი ამინდი იქნება 2 აგვისტომდე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. […]
ლარის რყევების შესამსუბუქებლად სებ-მა ივნისში 102 მლნ აშშ დოლარი გაყიდა – Galt&Taggart

ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისში 102.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის რყევების შესამსუბუქებლად. Galt&Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ჯამურად, 2024 წლის I ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 21.2%-ით გაიზარდა 2024 წლის ივნისში, წინა თვის 23.3%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 57.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი […]
არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაფუჭდეს, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის – კახა კალაძე

„არანირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. „ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული […]
დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კახა კალაძე

„შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული. „ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება […]
დიაბეტური რეტინოპათია – რა სიმპტომები აქვს, რა რისკები და როგორია მისი მკურნალობის გზები?

დიაბეტი იმ ვერაგ დაავადებათა რიცხვშია, რომლებიც იწვევენ თანმდევ პრობლემებს, სხვადასხვა ორგანოზე და მათ შორის თვალზე. როგორ და რა სიხშირით უნდა გამოიკვლიონ თვალი, დიაბეტის მქონე პაციენტებმა და დაავადების შემთხვევაში, როგორია მკურნალობის გზები, რა სიმპტომების შემთხვევაშია გადაუდებელი ექიმის კონსულტაცია, ამ და სხვა კითხვებზე, “ალიას” ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე უპასუხებს. შოთა თადუმაძე საქართველოს ვიტრორეტინოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრია, ასევე […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

7-28 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა საბოლოოდ – 2900 ევრო, 59 407 აშშ დოლარი […]
მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება. როგორ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ ვადებში იქნება მიღებული“. „როგორც მოგეხსენებათ, კანონთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია სარჩელები. პირველი სარჩელი შემოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც ის ასაჩივრებს კანონის […]
მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო. უწყების ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან რა დროსაც 8 ადამიანი – მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“. ორი წლის წინ, 2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო […]