ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) უზბეკი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ის ბრაზილიელ რაფაელა სილვას შეხვდება. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები დაათვალიერა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები დაათვალიერა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში სინუიჯუსა და ჩინეთთან მოსაზღვრე სხვა რაიონებში მოვიდა, 5000-მდე ადამიანი დააზარალა. საევაკუაციო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართულები, რომლებმაც 10 თვითმფრინავის გამოყენებით ორგანიზებული დაახლოებით 20 რეისის საშუალებით 4200 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა […]

ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შემოდის – Air China თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით იფრენს

ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შემოდის – Air China თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით იფრენს საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის. ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. […]

მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება

მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება. როგორ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ […]

ჩინეთი რუსეთიდან იუანით ანგარიშსწორების 80%-ს ბლოკავს – “კომერსანტი”

რუსეთიდან ჩინეთში იუანში გადახდების დაახლოებით 80% ბრუნდება უკან იმის გამო, რომ ჩინური ბანკები შესაძლო მეორეხარისხოვან სანქციებს უფრთხიან. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით “კომერსანტი” იტყობინება. გამოცემის სხვა თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ გადახდები ანგარიშებზე შეიძლება იყოს რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი რუსულ კომპანიებს უბრუნდება ახსნა-განმარტების გარეშე. სიტუაცია გაუარესდა ივნისში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა “რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის” ცნება […]

ტურავას თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი 3 სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება. მისივე თქმით, სარჩელების განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. “ეს სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. […] სარჩელები არა მარტო უნდა წავიკითხოთ და კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, ასევე შედარებით სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას მინიმუმ რამდენიმე […]

ილონ მასკი აცხადებს, რომ Google-ს, დონალდ ტრამპის საძიებო სისტემაში ძებნაზე აკრძალვა აქვს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ Google-ს დონალდ ტრამპის საძიებო სისტემაში ძებნაზე აკრძალვა აქვს. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს. X პლატფორმაზე ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ საძიებო სისტემაში „პრეზიდენტი დონალდის“ ჩაწერის შემდეგ ტრამპს არ აჩვენებს, სანაცვლოდ კი, ჩნდება „პრეზიდენტ დოლანდ რეიგანი“ ან „დონალდ დაქი“. „ვაუ, Google-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საძიებო სისტემაში […]

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ფაქტია, გარკვეულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირს სრულად მართავენ, ჯერ კიდევ აშფოთებთ ადამიანებში ქრისტიანული ღირებულებების სიმძლავრე და მიზნად ისახავენ ამ ფასეულობების ბოლომდე განადგურებას

მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს წარმატებულ სპორტსმენთა ერთ-ერთი უმაღლესი სპორტული შეჯიბრია, რომელსაც წესით არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ყალბ და ძალად თავსმოხვეულ ღირებულებებთან, თუმცა, როგორც ჩანს, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებმა, მაინც შეძლეს ლგბტ თემატიკის ასეთი უხეში ფორმით ჩართვა სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალში, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „იმ […]

კახა კალაძე – დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით დაწინაურებულია. კალაძის თქმით, ქვეყნის წარმატება ხელისუფლების დამსახურებაა, ხალხთან ერთად. „ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, […]

დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა, რომლის მიმდინარე სამუშაოებსაც დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე […]