ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს – დაცული ტერიტორიების სააგენტო

ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა! მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. […]

ივნის-ივლისში გაგრაში 110 ათასმა ტურისტმა დაისვენა – ე.წ. მთავრობა

2024 წლის ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებულ გაგრაში 110 ათასმა ადამიანმა დაისვენა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ. ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტული ნაკადის შესახებ მოცემული მონაცემები წინასწარია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელს აფხაზეთში დასვენების მოთხოვნა ძალიან მაღალი არ არის. აგვისტოსთვის ობიექტების დატვირთულობა 90%-ია. ტურისტები გაგრაში საშუალოდ 7-10 დღე რჩებიან. ცნობისთვის, ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, […]

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ბაზარზე ჩინეთის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდი, როგორიცაა AIR CHINA“ – ირაკლი ქარქაშაძე

15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOENG 737-800 ხომალდით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. AIR CHINA-ს წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან და საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულ მხარესთან შეხვედრებს მართავენ. საქართველოს […]

“ვაგნერი” აცხადებს, რომ მალიში აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში დანაკარგები აქვს

რუსეთის დაქირავებულმა მებრძოლთა ჯგუფმა „ვაგნერმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ მის მებრძოლებს და მალის ჯარისკაცებს დანაკარგი ჰქონდათ, ტუარეგის მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლებში. მალი, სადაც 2020 და 2021 წლებში გადატრიალების შედეგად სამხედრო ხელისუფლებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მრავალი წელია ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. მალის ხელისუფლების თქმით, იქ რუსული ძალები არიან არა “ვაგნერის” წევრები, არამედ გადამმზადებლები, რომლებიც ადგილობრივ ჯარებს რუსეთიდან შეძენილი აღჭურვილობით […]

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე – 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა

„ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ზაქარეიშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს, თუმცა საჭიროა, შემდეგ უკვე, პარლამენტში შესული ოპოზიცია გაერთიანდეს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ჩამოყალიბება ვეღარ შეძლოს. „თუ ჩვენ კვლევების შემდეგ გვებადება კითხვები, რამდენად სწორად ასახავს […]

გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. აფეთქება გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მდებარე კონცერნის BASF-ის ქარხანაში მოხდა. გერმანული მედიის ცნობით, შენობის თავზე კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს, რის შემდეგად შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. ხანძარი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლის გამო მოსახლეობას სთხოვეს, რომ ფანჯრები არ გაეღოთ, თუმცა კომპანიამ […]

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის “ორმაგი დაბეგვრა” გაუქმდა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება დაარატიფიცირა. ე.წ. პარლამენტმა ის დღეს დაამტკიცა. რას ნიშნავს ცვლილება? Sputnik-ის ეთერში ცვლილებებზე სოციალურ – ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსეი ზუბეცმა ისაუბრა. “ორმაგი დაბეგვრა არის, როდესაც ბიზნესის მფლობელი ერთი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტია და შემოსავალს მეორეში იღებს. მან გადასახადი ორივე ქვეყანაში უნდა გადაიხადოს, რაც ბიზნესისთვის წაგებიანია. ახლა თუ […]

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის თქმით, უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება და მისი პოზიცია სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებთ. სიკორსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე უნგრეთის პოზიციას წევრი ქვეყნებისგან მხარდაჭერა არ მიუღია. „უფრო მეტიც, ისინი იზოლირებულად გამოიყურებიან, როდესაც ევროპასთან ნავთობის მიწოდების საკითხზე სოლიდარობას ითხოვენ. ისინი ვერ იღებენ ამ სოლიდარობას, რადგან ძნელია […]

თეთრი სახლი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ჯო ბაიდენის გეგმას აქვეყნებს

თეთრი სახლი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ჯო ბაიდენის გეგმას აქვეყნებს. „პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ არავინ, არც პრეზიდენტი და არც უზენაესი სასამართლო, კანონზე მაღლა არ დგას“, – ნათქვამია განცხადებაში. ჯო ბაიდენის გეგმა სულ სამ რეფორმას მოიცავს, რომელთაგან პირველი, შესწორება სახელწოდებით „კანონზე მაღლა არავინ დგას“ აცხადებს, რომ კონსტიტუცია ფედერალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, სასამართლო პროცესისგან ან სასჯელისგან […]

პუტინი მადუროს სადავო არჩევნებში გამარვჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ორშაბათს, ნიკოლას მადუროს ვენესუელის სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კრემლმა კი განაცხადა, რომ კარაკასთან ყველა სფეროში, მათ შორის, “სენსიტიურ საკითხებზეც” თანამშრომლობას აძლიერებს. მადურო და მისი კონკურენტი ედმუნდო გონსალესი, ორივე ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯევს. ვაშინგტონი და ზოგიერთი სხვა უცხოური მთავრობა, ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს, რის მიხედვითაც, არჩევნებში […]