საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %). აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 […]
გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს პუტინის მუქარა საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის წარმოებაზე

გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარა. პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა განაახლოს საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის წარმოება, თუკი აშშ მართლაც დააპირებს ევროპაში რაკეტების განლაგებას. „ასეთი განცხადებები ვერ შეგვაშინებს,“ თქვა ორშაბათს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა პრესკონფერენციაზე. აშშ-მა და გერმანიამ ივლისში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან დაიწყებენ გერმანიაში შორი […]
აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს. თავდაცვის პაკეტები HIMARS, NASAMS და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის […]
“ინფორმაციას არ ვფლობთ” – განათლების მინისტრო შეკვეთილში “რუსული კლუბის” სემინარზე

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ირწმუნება, რომ ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის “რუსული კლუბის” სემინარებზე ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ის დეპუტატ თეონა აქუბარდიას ოფიციალურ კითხვაზე პასუხად წერილში წერს. წერილს აქუბარდის Facebook-ზე აქვეყნებს. “გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამასთან არც ერთ ორგანიზაციას/ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების […]
აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია

აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია. საუბარია „კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე.“ შესაბამისი განცხადება აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობათაშორისი კომისიის (ISC) აზერბაიჯანელმა თანათავმჯდომარემ საჰილ ბაბაევმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების საკითხებს შორის იყო და რომ სერბეთის მონაწილეობა პროექტში ძალიან სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კამალ აბასოვმა აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული […]
კონგრესის არჩევნები – 8 უბანი, რომელსაც გამორჩეული ყურადღებით დააკვირდებიან

5 ნოემბრის არჩევნებში, ამერიკის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, კანონმდებლებსაც აირჩევენ. ისინი კონგრესის სრულ შემადგენლობას და სენატის დაახლოებით ერთ მესამედს უყრიან კენჭს. ორივე პარტიისთვის ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ ვინ გააკონტროლებს ორივე პალატას. რამდენიმე შტატში არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს. არიზონა არიზონაში ამომრჩევლების პარტიულ პრაიმერებში კენჭისყრა სამშაბათს დაიწყება. არიზონის პირველ უბანში დემოკრატებისთვის მთავარი […]
ისევ უმედლოდ ვართ – ლიპარტელიანმა ბრინჯაო ვერ მოიპოვა [VIDEO]

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანთან, მასპინძელ სარა ლეონ სისიკესთან დამარცხდა. იქამდე, ლიპარტელიანმა დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს და უზბეკ შუხურჯონ ამინოვას სძლია, მეოთხედფინალი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო, რეპეშაჟის ნახევარფინალი კი მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს მოუგო. ლიპარტელიანი […]
საია – მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები

მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას. “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა 2024 წლის […]
ენტონი ბლინკენი – შეშფოთებულები ვართ, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს

შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ცოტა ხნის წინ ვენესუელას საარჩევნო კომისიის განცხადება ვნახეთ. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს“, – განაცხადა ენტონი […]
ორი ახალი მწვრთნელი “ბორჯღალოსნებში”

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ავსტრალიელმა ჯულიან სალვიმ და კანადელმა დენ ბომ, ზაფხულის ტესტ-მატჩებში უკვე იმუშავეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან. ჯულიან სალვი 38 წლის ჯულიან სალვი დაცვის მწვრთნელია. ის ავსტრალიაში დაიბადა და შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. ფლანკერის პოზიციაზე მოთამაშე სალვი ავსტრალიის სკოლებისა და 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ავსტრალიის ა ნაკრებში კი 8 თამაში ჩაატარა. მისი საკლუბო კარიერა “ბრამბისში” […]