2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია

2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს – 5.1 […]

რუსული ძალები უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკისკენ მიიწევს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი სასტიკ შეტევებს ახორციელებს ქალაქ პოკროვსკზე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო პირებისთვის. პოკროვსკის ფრონტზე ბრძოლები ყველაზე სასტიკი იყო აღმოსავლეთში, განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა და დასძინა, რომ უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 52 რუსული თავდასხმა მოიგერია. პოკროვსკი, სატრანსპორტო კვეთის ადგილია. ომამდელ პერიოდში, მოსახლეობა იქ 61,000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი […]

აფრიკაში რუსული “ვაგნერის” ათეულობით წევრი მოკლეს

დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული. მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ. „როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა. BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ა. ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მოკლეს […]

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო ცხრა დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ. სამინისტროს მედიასაშუალებებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, კონკრეტულად […]

დიდ ბრიტანეთში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ბავშვებს, ერთი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში უცნობი პირი დანით დაესხა თავს ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ბავშვებს. ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაჭრილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. ადგილობრივი გამოცემა Liverpool Echo იტყობინება, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ქუჩიდან შევიდა ბავშვთა სპორტულ კლუბში და იქ მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დანით მიაყენა […]

EU-ის წარმომადგენელი: [რუსული] კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს

EU-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ანსუიონ სანჩეს რუისის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს და საფრთხეში აგდებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. როგორც რუისმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა [მმართველ პარტიას] მოუწოდეს უარი თქვან ამ ტენდენციაზე. “შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აგვიხსნეს თუ როგორია მათი თვალსაზრისით ევროკომისიის […]

სერიალი გრძელდება: “ნაპოლი” ოსიმენის გაყიდვას ვერ ახერხებს და გეგმა B-ზე გადადის

როგორც ჩანს, ვიქტორ ოსიმენის პსჟ-ში გადასვლა არ ხერხდება, „ნაპოლის“ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კი სასწრაფოდ უნდა „ჩელსის“ თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს დამატება და სიტუაცია საკმაოდ რთულია. სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი „ჩელსის“ ფეხბურთელების გაცვლას გარკვეული თანხის დამატების სანაცვლოდ შესთავაზებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას. პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი გადიხადოს, ხოლო […]

ასუნსიონ სანჩეს რუისი – საგარეო უწყებაში შეხვედრაზე აღვნიშნეთ დასკვნები, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს

დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად […]

ბაიდენი უზენაესი სასამართლოს ცვლილებების გეგმას წარადგენს

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს შესახებ ცვლილებების წინადადებას წარმოადგენს, რომელიც კონგრესს მოუწოდებს, სასამართლოს ცხრა მოსამართლისთვის, ვადის ლიმიტები და ეთიკის კოდექსი დააწესოს. ის ასევე ახორციელებს ზეწოლას კანონმდებლებზე, რომ მოახდინოს საკონსტიტუციო ცვლილების რატიფიცირება, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის იმუნიტეტს. ორშაბათს თეთრმა სახლმა დეტალურად დააზუსტა ბაიდენის სასამართლო წინადადების კონტურები, რომელსაც, როგორც ჩანს, მჭიდროდ გაყოფილი კონგრესის მიერ დამტკიცების მცირე შანსი […]

მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

ესპანური Relevo-ს ცნობით, “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს. წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ “ღამურების” მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ. Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ. თავის მხრივ, […]