დიდი მექალთანე იამალი – 17 წლის ლამინმა შრომაც იცის და დასვენებაც

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ 17 წლის ნახევარმცველმა ლამინ იამალმა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავისი თამაშით ყველა მოხიბლა, ჩინებულად ბურთაობაც იცის და დიდი მექალთანეც ყოფილა. ადრე ის ალექს პადილიასთან მეგობრობდა, ერთადაც იყვნენ დასასვენებლად კურორტზე, მაგრამ გოგონას სხვასთან გაუბამს რომანი. ის უცნობი მამაკაცის კალთაში იჯდა თურმე და ეს რომ ლამინს გაუგია, ურთიერთობა გაუწყვეტია. გაუწყვეტია და ფეხბურთელი დიდხანს როდი […]
საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა

საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მერსისაიდის პოლიციის უფროსმა, სერენა კენედიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ. შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, […]
საგარეო უწყებაში დიპლომატებს 9 ნაბიჯის შესრულებაზე თავიანთი ხედვა გააცნეს

დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძირითადად საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არა თავად ელჩები. როგორც შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა […]
“ინვესტორებს საქართველო ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ” – რა სერვისებს სთავაზობს IBCCS TAX ბიზნესს?

ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის და რეგიონალური დირექტორის ირაკლი არჯევანიძის შეფასებით, „საერთაშორისო ინვესტორებს საქართველო ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც IBCCS TAX-ის სერვისებსა და კლიენტებზეც ისაუბრა. „IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას შეუწყდება დიზელის საწვავის მიწოდება, თუ ის არ გაატარებს “ლუკოილის” ნავთობს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეწყვეტს უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას, თუ კიევი არ აღადგენს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს. „თუ უახლოეს მომავალში არ აღდგება რუსული ნავთობის ტრანზიტი უკრაინის გავლით, Slovnaft-ი არ გააგრძელებს უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას, რომელიც უკრაინის მოხმარების მეათედს ფარავს“, – თქვა ფიცომ. მან დასძინა, რომ ნავთობის მიწოდების საკითხები უკრაინის ელჩთან, […]
აშშ-ის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს მასშტაბური რეფორმის ინიციატივით გამოდის. რეფორმა სამუდამო ვადით არჩეული მოსამართლეების უფლებამოსილების 18-წლიანი ვადით შეცვლას, ასევე ქცევის სავალდებულო კოდექსს მოიცავს, რომლის ფარგლებში მოსამართლეები ვალდებული იქნებიან, გაასაჯაროონ მიღებული საჩუქრები, ასევე თავი შეიკავონ პოლიტიკური ქმედებებისგან. ამასთან, მიმართონ თვითაცილებას იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მათი პირადი ან მეუღლეების ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. ბაიდენს ასევე სურს საკონსტიტუციო […]
სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ წევრები დასხდნენ დებატებზე ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ – ჩვენ მზად ვართ

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აღარ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ / „ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან შედარებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ. „მგონია, რომ კვლევის შედეგები არჩევნებამდე […]
ბერდია სიჭინავა – მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს ველით

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, […]
მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბუდაპეშტში ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. „რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი […]
Kyiv Post – მალიში, ტუარეგმა აჯანყებულებმა „ვაგნერის“ მებრძოლების დამარცხების შემდეგ უკრაინის დროშით ფოტო გადაიღეს

მალიში, ტუარეგმა აჯანყებულებმა „ვაგნერის“ მებრძოლების დამარცხების შემდეგ უკრაინის დროშით ფოტო გადაიღეს. ექსკლუზიური ფოტო Kyiv Post-მა მოიპოვა. Kyiv Post-მა ექსკლუზიური ფოტო უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების წყაროებიდან მოიპოვა. 27 ივლისს ტუარეგმა აჯანყებულებმა ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, სადაც „ვაგნერის“ განადგურებული კოლონა ჩანს. ტუარეგი აჯანყებულების განცხადებით, ბრძოლა ალჟირის საზღვართან ახლოს ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სულ მცირე […]