ხაზარაძე: საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ლელოს ერთ-ერთი ლიდერისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს. ხაზარაძე ამ გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტს უწოდებს”, თუმცა მის დეტალებზე არ საუბრობს. მამუკა ხაზარაძის პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ადვოკატები ამ საკითხზე […]

2019-2024 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, რომელთა მხოლოდ 45%-ია შესრულებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019-2024 წლებში 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 868 რეკომენდაცია, 2021 წელს გაიცა. რეკომენდაციების ნახევარზე მეტი, 53% გაცემულია შესაბამისობის აუდიტებში, რაც აუდიტის სამსახურის განმარტებით, იმით აიხსნება, რომ უწყება ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ აღნიშნული ტიპის აუდიტს ატარებს. ყველაზე მეტი რეკომენდაცია, მთლიანი რაოდენობის 30%, მიემართება ორგანიზაციული […]

ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა – „სახლი ჯუთაში“

წელს უკეთესი წელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე სასტუმრო “სახლი ჯუთაში” ხელმძღვანელმა ნანუკა არაბულმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ვიზიტორების 50% უცხოელია, ხოლო 50% ადგილობრივი. “წელს უკეთესი ტურისტული წელია. ჩვენი სტუმრები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯუთაში ტურიზმის უფრო მეტად განვითარების პოტენციალი არის, თუმცა ამჟამად […]

სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნების“ წერები დასხდნენ დებატებზე ოპოზიციასთან, მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ – ჩვენ მზად ვართ

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აღარ აქვს , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ / „ხალხის ძალას“ 32.4% უჭერს მხარს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან შედარებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგ შედეგად მოეჩვენებათ. „მგონია, რომ კვლევის შედეგები […]

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ვლადიმერ პუტინის განცხადებას კრემლი ავრცელებს. „რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობით მათი ყველა მიმართულებით პროგრესული განვითარება გაგრძელდება. ეს ჩვენი მეგობარი ხალხების ინტერესებს და უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობას შეესაბამება“, – წერს ვლადიმერ პუტინი. […]

რომან გოცირიძე – ნებისმიერი პარტია, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს და გარეთ დარჩება, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იცვლება – გახარიას გარეთ დარჩენა კატასტროფა იქნება ოპოზიციისთვის

ნებისმიერი პარტია, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს და გარეთ დარჩება, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ იცვლება , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა. გოცირიძის თქმით, ის კვლევები, რომელიც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა, ოპოზიციურ პარტიებს დამშვიდების საფუძველს არ უნდა აძლევდეს „კვლევას აქვს თავისი სპეციფიკა, სხვადასხვა დროს ტარდება და კვლევის შედეგებს ნუ გავაიგივებთ […]

“პარტნიორი არწივი” სომხეთში და გადადებული “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში

სომხეთში 24 ივლისს დასრულდა, სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „პარტნიორი არწივი“, რომელიც წელს მეორედ გაიმართა. 25 ივლისს, საქართველოში მეცხრედ უნდა დაწყებულიყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, თუმცა, პენტაგონმა, „დემოკრატიის უკუსვლის“ გამო, წვრთნები გაურკვეველი დროით გადადო

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებას ცდილობენ

ისრაელს სურს იერიში მიიტანოს “ჰეზბოლაზე”, მაგრამ არ სურს, ახლო აღმოსავლეთში, ყოვლისმომცველ ომში ჩართვა, განაცხადა ორშაბათს ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა, საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბარში. ეს მას შემდეგ, რაც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე სარაკეტო იერიშის შედეგად, 12 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა. ისრაელის ორმა სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისრაელი ემზადება რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, დრუზების ქალაქში, სპორტულ მოედანზე […]

ხაზარაძის ცნობით, საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის ინვესტორებმა 2020 წელს შეიტანეს. ხაზარაძე არ საუბრობს რა წერია გადაწყვეტილებაში, თუმცა მას “გულდასაწყვეტს” უწოდებს. “სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, […]

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი ტრანში გამოუყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, 29 ივლისს, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, – ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს მოიცავს 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას საპრეზიდენტო ფონდიდან. პაკეტი ითვალისწინებს დამატებით შესაძლებლობებს, მათ შორის: საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის; და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. „ეს მოიცავს პრეზიდენტის ფონდიდან პაკეტს, რათა უკრაინას მიაწოდოს ძირითადი […]