დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან […]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და მისმა ინვესტორებმა […]
ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქუანგნინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. დაღუპულები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „ვინაკომინის“ თანამშრომლები არიან. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.
შინეიდ ო’კონორის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ცნობილი გახდა. როგორც გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Guardian წერს, შინეიდი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქიალური ასთმისგან გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ შინეიდ ო’კონერი 2023 წლის ივლისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ცნობილი 1980-იან წლებში ალბომით, The Lion and The Cobra-თი გახდა, მსოფლიო დონის პოპულარობა კი 1990 წელს, Prince-ის სიმღერის,”Nothing […]
არქი უკვე რუსთავშია – არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, […]
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ეთერ ასკილაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ

დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან იასპარეზებს ორი სპორტსმენი. მედლებისთვის ბრძოლაში ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) ჩაერთვებიან. ძიუდოს ტურნირი თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 ივლისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 ივლისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7143; 1 ევრო – 2.9426; 1 ფუნტი – 3.4862; 1 ლირა კი 0.0822 ლარი ეღირება.
“მისცა ჩვენება… ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით…” – კახეთში გატაცებული გოგოს ბიძა

“მისცა ჩვენება… ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით…”, – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებულმა გოგონამ პოლიციას საჩივრით მიმართა. ამის შესახებ 24 წლის გოგოს ბიძამ “მთავარ არხთან” ისაუბრა. ”მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით.” – ამბობს ბიძა. ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, […]
დონალდ ტრამპი – დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ

დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა. „პასუხია დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ. მაგრამ შემიძლია მოვიყვანო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ეს არ გავაკეთო. ყალბი ამბების წახალისება არ მიყვარს, ისინი ამ დებატებიდან ათეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. ABC არ მომწონს“, – განაცხადა დონალდ […]
შუქი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას. ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) […]