პრემიერ-მინისტრი ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში წელს 5.4 მლნ კვ.მეტრი ფართობის შენობების მშენებლობის ნებართვა გაიცა

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 პროცენტით მეტი) 5 393 500 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტი). “საქსტატის” ცნობით, ნებართვების 74 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3 […]

„არქი“ უკვე რუსთავშია – „არქიმ“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, […]

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოკითხვის პროცედურები გრძელდება. ცოტა ხნის წინ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა შამსუდინ ავლარიგოვი. ის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიების კითხვებს მოწმის სახით უპასუხებს. შამსუდინ ავლარიგოვმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა“,- წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რატი ბრეგაძე – სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა

სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა – როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებონ და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები გამოძიებას,- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. მისივე […]

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, […]

იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და შიდა ქართლში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ტერიტორიაზე, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარედ განთავსებული იყო თხმელის (მურყანის) სახეობის 4 ერთეული დაუფინიშებელი მრგვალი […]

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეამა“ – საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს

„მეამა“ არის გერმანელი და ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აწარმოებს სასმლის კაფსულებს, კაფსულის აპარატებს, დაფქულ ყავასა და ყავის მარცვალს. ეს არის ახალგაზრდა და ამბიციური ხალხის მიერ დაარსებული კომპანია, სადაც მომავალი თაობა მომავლის პროდუქციას ქმნის. „მეამა“ წარმატებით ოპერირებს ევროპის 27 ქვეყანაში. მათ შორის, გერმანიაში, კიოლნში ახლახან გაიხსნა ბრენდული სივრცე, ხოლო ავსტრიაში მუშაობს ფრენჩაიზი. […]