რატი ბრეგაძე – სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა

სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა – როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებონ და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები გამოძიებას,- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
მისივე თქმით, ოპონენტებმა უნდა გაითავისონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და შესაბამისად, პოლიტიკა უნდა იყოს მოქცეული სამართლის ფარგლებში.
„როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებონ და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები გამოძიებას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით გაართმევს თავს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ