ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში გამოკითხვის პროცედურები გრძელდება. ცოტა ხნის წინ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა შამსუდინ ავლარიგოვი. ის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიების კითხვებს მოწმის სახით უპასუხებს. შამსუდინ ავლარიგოვმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი […]
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების საკითხი რუს და სლოვაკ კოლეგებთან განიხილა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების საკითხი რუს და სლოვაკ კოლეგებთან განიხილა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი ნავთობის მიწოდების აღსადგენად მუშაობას აგრძელებს. „ამიტომ, დღეს დილით, მე ჩემს რუს და სლოვაკ კოლეგებს, სერგეი ლავროვსა და იურაი ბლანარს ტელეფონით ვესაუბრე“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ […]
ჯივიპი წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოების მეორე ეტაპს ჩაატარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, […]
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესვე გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა – “მონეტარული პოლიტიკის ანგარიში”. „მედიასთან შეხვედრის პირდაპირ ეთერს უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში […]
სამხრეთ ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მეწყერი კერალას შტატში ჩამოწვა, რომელმაც ასობით ადამიანი მოიყოლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 36 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს.
„ჯივიპი“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოების მეორე ეტაპს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს. „ჯივიპის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვლა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული […]
არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა წააგეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ADC-ის სარჩელი ეხებოდა, 2020 წლის იანვარში ანაკლიის […]
„მუშახელის პრობლემა საკმაოდ დიდია“ – „აჭარა ტექსტილი“

სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, კომპანიისთვის ძირითად გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სამკერვალო კადრების საჭიროების შემცირებას ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს. ამ მიმართულებით კომპანიამ უკვე დახარჯა ნახევარ მილიონ დოლარამდე ავტომატიზებული დაზგებისთვის, ასევე რობოტებისთვის, რომლებსაც პროდუქცია საწარმოს შიგნით გადააქვთ. „მუშახელის პრობლემა საკმაოდ დიდია და ამიტომ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დანადგარები, რომლებიც შეამცირებს […]
ანაკლიის პორტზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. როგორც კონსორციუმი გავრცელებულ განცხადებაში წერს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია. „არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის […]
მბაპე ფრანგული კლუბის თანამფლობელი ხდება

Le Parisien-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ახალწვეული კილიან მბაპე საფრანგეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ “კაენის” ერთ-ერთი მფლობელი ხდება. უახლოეს დღეებში გაფორმდება გარიგება, რის მიხედვითაც, მბაპე 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ პიერ-ანტუან კაპტონთან ერთად, კლუბის აქციონერი იქნება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, “კაენი” საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა.