ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ირანის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ გაერო ირანს მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მიღწევის საქმეში მხარს დაუჭერს. ასევე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რეგიონში ირანის როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და […]

ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ანდრიუს კალინდრას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ლიეტუვის რესპუბლიკის საგანმანათლებლო-სამეცნიერო წრეებთან კავშირების გაღრმავებასა და პარტნიორობაში შეტანილი […]

რატი ბრეგაძე – ჩვენ გვაქვს ამ ადამიანებთან საქმე, რომლებიც მოქმედებენ მიზანმიმართულად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილია „ლელო“

ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც თანხებს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე სურთ უსამართლოდ გამდიდრება,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ერთი კვირაც არ დასჭირდება. იუსტიციის […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ინფორმაცია ასევე უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. „ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია, აღარ გვყავს […] ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა“, — წერს ვანო ნადირაძე. დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, თუმცა უწყება დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. წარმოშობით გორელი ბონდო […]

69, ბიჭი ლიონიდან და ჭიქების სროლა ტრიბუნიდან – რატომ აირჩია მიქაუტაძემ ეს სათამაშო ნომერი?

მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ “ლიონში” 69 ნომრით ითამაშებს. რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ’69’, ანუ მე ვარ ბიჭი ლიონიდან! გიორგი მიქაუტაძის და რიცხვ ’69’-ის ისტორია ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ში, 2023 წლის 24 აპრილს სენტ-ეტიენის სტადიონზე, მეტოქის კარში გატანილი გოლის შემდეგ ხელებით ’69’ გამოსახა, მიიღო ობსტრუქცია, ცუდი სიტყვების […]

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. “ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა”, – წერია განცხადებაში. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების […]

გაეროს გენერალური მდივანი ირანის ახალ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

გაეროს გენერალური მდივანი ირანის ახალ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მასუდ პეზეშკიანს ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მან ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ანტონიო გუტიერეშმა ხაზი გაუსვა ირანის მნიშვნელოვან როლს რეგიონში და მოუწოდა ისლამურ რესპუბლიკას, დაეხმაროს რეგიონული კრიზისების გადაჭრაში და თავიდან აიცილოს ახალი კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონს […]

მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა — ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის პორტის საქმეზე სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი არგუმენტები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. „დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა… გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ დღეს იუსტიციის […]

დასჯა ჯებირის დაზიანებისთვის, არის უსამართლობა გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად – მოსაზრება

ავტორი: თამარ გეგელია, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილ. ასოცირებული პროფესორი საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუძიებია რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა თუ სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტები. არ არის გამოძუებული არც ანონიუმურად განხორციელებული მუქარის ზარების, სახლებთან ჩასაფრებისა და ადამიანთა სასტიკი ცემის შემთხვეევბი. ამისთვის პასუხი ამ დრომდე არავის უგია. ამ დროს სრულიად საპირისპირო […]

კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდის ვალდებულება დაეკისრა

კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. რატი ბრეგაძის თქმით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად. „2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის […]