პარალიზებული მაღაროები, გაცემული კომპენსაციები და ულტიმატუმი

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მდებარე კოროხნალის მაღარო უკვე ოთხ თვეზე მეტია პარალიზებულია. მოსახლეობის ნაწილი 700-ზე მეტ თანამშრომელს მუშაობის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევს. მათი მთავარი მოთხოვნა მადნის მომპოვებელი კომპანიისგან დამატებითი კომპენსაციის მიღება და მუშაობის შეწყვეტაა. რა თანხები გაიცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომპენსაციების სახით და სად ხედავს კომპანია გამოსავალს. ამ კითხვებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” წარმომადგენელმა, მირიან […]
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4 […]
შსს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირია დაკავებული, მათ შორის, 16 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 აგვისტოს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვაზისუბანი, შაშიანი, […]
ნიკოლ ფაშინიანი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ირანში გაემგზავრა, სადაც ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. შეგახსენებთ, კვირას, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მასუდ პეზეშკიანი ახალ პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პეზეშკიანი ფიცს ირანის პარლამენტში დღეს დადებს.
გიორგი ვაშაძე – ამ ახალგაზრდებთან ერთად, დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ერთიანობის იდეა გაიმარჯვებს

„ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი” ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ინფორმაციას პლატფორმა „ერთიანობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდებიან. ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა მთავარი ინტერესი – ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, პოლარიზაციის დაძლევა და არჩევნების საკითხია. “ამ არჩევნებზე გადამწყვეტი ხმა აქვს ახალგაზრდებს. ზოგი უბრალოდ მივა არჩევნებზე,ზოგიც ძალიან მოტივირებულია, რომ დაკვირვების პროცესის კამპანიაში […]
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს, 16 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. უწყების ცნობით: დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული […]
გიორგი ვაშაძე – პარტნიორებთან აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს – პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, თითქოს 9 ნაბიჯი შესრულებულია? არ რცხვენია საგარეო საქმეთა მინისტრს?

პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს – პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოა და ძალიან სამწუხაროა, რომ […]
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ., 1996 წ. დაბადებული ბ.ბ. და 1994 წ. დაბადებული ბ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების […]
იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას

„ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას, – ეს განცხადება მედიასთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა. რაც შეეხება პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს, ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის საფუძველი არ მოუცია და […]