დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატებში მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებში მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებს. „დიახ, ალბათ მივიღებ მონაწილეობას დებატებში“, – განაცხადა ტრამპმა Fox News -თან ინტერვიუში, თუმცა მისივე თქმით, იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს დებატებზე. „პასუხია – „დიახ,“ მაგრამ მე ასევე შემიძლია, მოვიშველიო არგუმენტები იმის ასახსნელად, რომ ეს გავაკეთო. თანაც, მე არ მიყვარს ყალბი ამბების წახალისება. […]
6 თვეში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს – როგორია განაწილება რეგიონების მიხედვით?

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს – ამის შესახებ საქსტატის პუბლიკაციაში ვკითხულობთ. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 17.4%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან, წლიურ ჭრილში 19.7%-ით გაიზარდა ექსპლუატაციაში მიღებული ნაგებობების ფართობიც – 1 600 700 კვ.მ. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი 4 რეგიონზე: თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, […]
იუსტიციის მინისტრი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა ორგანიზაციების 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს – წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ, დაივიწყეთ ეს დრო!

ყველა ვადა კანონშია მითითებული. 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ – წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას […]
გიორგი ბარამიძე – საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში

საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიოთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები […]
მოკრივე ლაშა გურულმა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა

29 ივლისი პარიზის ოლიმპიადაზე იღბლიანი მხოლოდ მოკრივე ლაშა გურულისთვის(63.5 კგ) აღმოჩნდა. სადებიუტო ოლიმპიადაზე მან მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა, მეტოქე 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეოთხედფინალური შეხვედრა 1 აგვისტოს გაიმართება და მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება. ქართველ მოკრივეს, ლაშა გურულს სადებიუტო ოლიმპიადაზე მედალს ერთი მოგება აშორებს. ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) […]
1 აგვისტოდან დაიწყება „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია – ამბობს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო „აგენტების კანონის“ ბაზაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება… ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის… თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება […]
რატი ბრეგაძე – საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად – გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას!

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. „პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის […]
ბექა ლილუაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! – მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ წერტილი დაუსვა და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს! – მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო, ეს მისთვის რთული იქნება, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს – ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხაზარაძის მხრიდან საკითხის […]
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს – პრემიერი

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვის გასამარტივებლად, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი შევიდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი ვალდებულებების შესრულების ვადები არაერთხელ გადაუვადდათ. „შეგახსენებთ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით სწორედ […]
GWP ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, […]