გარდაიცვალა პიტერ რედუეი, დასავლეთში საბჭოთა დისიდენტების “ხმა”

84 წლის ასაკში გარდაიცვალა პიტერ რედუეი, ამერიკელი და ბრიტანელი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და ადამიანის უფლებათა დამცველი, რუსეთის სპეციალისტი, რუსეთსა და საბჭოთა კავშირში დისიდენტური და ადამიანის უფლებათა მოძრაობის ისტორიის შესახებ არაერთი წიგნის ავტორი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რედუეი 29 ივლისს შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია. 1960-იან და 80-იან წლებში რედუეიმ ხელი შეუწყო საბჭოთა დისიდენტების წიგნებისა […]
თეონა აქუბარდია – საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო, შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ბიუჯეტიც 71, 5 მილიონ კრონას შეადგენდა

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დანიამ დაიწყო – დანიამ შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ასევე, ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გააკეთა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის თაობაზე საუბარია […]
უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა

უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა RND-ი ავრცელებს. გერმანული გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო, რომელიც ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. „რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების […]
პეტრე ცისკარიშვილი – ამ მთავრობას აღარ აქვს რესურსი, შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან აღადგინოს ურთიერთობები და პარტნიორულ სტრატეგიულ კავშირებზე გადავიდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სენატში საქართველოს საკითხის განხილვა აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა, რომლებმაც მისი თქმით, უნდა შეცვალონ ხელისუფლება და აშშ-თან, ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს. „სენატში განხილვები ერთ მთავარ ამბავს გვეუბნება, რომ სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებთან და მთლიანად […]
“მოვიდეს კახა კალაძე, გაგვცენ პასუხი!”- დეზერტირების ბაზრის თანამშრომლები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

დეზერტირების ბაზარის ტერიტორიაზე პოლიცია ამ დრომდე რჩება – მიზეზი მოვაჭრეების პროტეტია. ადგილზე დასაქმებულები ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. სავაჭრო ობიექტი 6 თვით, სარემონტო სამუშაოების გამო იხურება, გადაწყვეტილებას კი იქ დასაქმებული ათობით ადამიანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოავჭრეები ამბობენ, რომ ლუკმა პურის გარეშე რჩებიან და მათ ალეტრნატიულ ფართებსაც კი არ სთავაზობენ. აქციის მოანწილეებმა ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტეს, თუმცა თამარ […]
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “კირნათის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ., 1996 წ. დაბადებული ბ.ბ. და 1994 წ. […]
,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს“ – დიმიტრი ხუნდაძე

,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს“ – დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება. მიშას აწამებენო და საერთაშორისო სასამართლომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნია. კანდიდატის სტატუსს “ქართული ოცნების” გამო არ მოგვცემენო და სტატუსიც მოგვცეს და თავადვე ამხილეს საკუთარი ლიდერები, თუ როგორ ითხოვდნენ დასავლეთში, რომ საქართველისთვის სტატუსი არ […]
ნათია თურნავა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს – საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით

ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხება – საბანკო სექტორს რაც შეეხება, საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო მოითხოვს სასამართლოს გარეშე რომელიმე კლიენტის პირადი მონაცემების გაცემას. როგორც თურნავამ განმარტა, ამ კანონს საფინანსო სექტორთან […]
“საავადმყოფოს კამერების ჩანაწერები მიზანმიმართულადაა წაშლილი, მტკიცებულებები გაანადგურეს” – 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ოჯახის განცხადებით, ექსპერტიზიდან მიიღეს პასუხი, რომ წაშლილია კლინიკის კამერების ვიდეო ჩანაწერები. უფლებადამცველები საქმის მიზანმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ოჯახს ამ დრომდე არ აქვს. “გოფოძემ მომაწოდა სიცრუე მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა აღნიშნული ჩანაწერები და ვერ მოგაწვდითო. […]
რუსეთმა დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მასშტაბური წვრთნები

რუსეთმა არქტიკაში, წყნარ ოკეანესა და ბალტიის და კასპიის ზღვებში დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის წვრთნები. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 30 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გეგმურ სწავლებაში ჩართულია 300-მდე გემი, კატერი და წყალქვეშა ნავი, 50-მდე საფრენი აპარატი, 200-ს ერთეულზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა და 20 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის წარმომადგენელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები […]