ირანის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკავშირმა. „ჩვენ ვაღიარებთ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ახალ მთავრობასთან ევროკავშირის კრიტიკული ჩართულობის პოლიტიკის შესაბამისად“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ნაბილა მასრალი. ამასთან, სააგენტო „ირნას“ […]

ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ 20%-ზე მეტი უცხოური, პირველი აგვისტოდან უკვე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება – რატი ბრეგაძე

კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევა, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა […]

ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი 1.9%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება. ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა. „საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, […]

კლინიკები DRG დაფინანსებაში ცვლილებას ელიან

ჰოსპიტალური სექტორი DRG სისტემის მექანიზმის ცვლილების მოლოდინშია. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების მოდელის რიგი მიმართულებებით გადახედვაზე მზაობა არსებობს. მაია მახარაშვილის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები რეანიმაციისა და კომბინირებული ჩარევების ტარიფებს შეეხება, რაც დღეს კლინიკებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემაა. მისივე თქმით, ასოციაციამ შესაბამისი კალკულაციები უწყებას უკვე მიაწოდა და მოლოდინია, […]

ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს

არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით […]

წლის I ნახევარში 10%-ით მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა – რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი ნებართვა?

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში მშენებლობაზე 5 594 ნებართვა გაიცა – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მშენებლობის ნებართვა 5 393 500 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობებზე გაიცა, რაც 35%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იმავე პერიოდში. ნებართვების თითქმის 2/3 – 74% – 4 რეგიონში გაიცა. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების თითქმის ნახევარი […]

მიხეილ ცაგარელი: „22 აგვისტოდან მუდმივ დაძაბულობაში აღმოჩნდება როგორც ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრება, ისე უმეტესი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა…“

მიხეილ ცაგარელი: „22 აგვისტოდან მუდმივ დაძაბულობაში აღმოჩნდება როგორც ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრება, ისე უმეტესი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა…“ მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ აგვისტოს ასტროპროგნოზი პროგნოზს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ 6 აგვისტომდე დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში აღმოჩნდება, ამიტომ დროის ამ მცირე მონაკვეთში აუცილებელია პოზიტიური და შემოქმედებითი ენერგიის დაგროვება, ხოლო აგვისტოს ბოლოდან ისევ უარყოფით ენერგოველს უნდა […]

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინელ ქალს ტერაქტის ბრალდებით შვიდი წელი მიუსაჯა

დონის როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ზაპოროჟიეს რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადების ბრალდებით უკრაინის მკვიდრ ირინა კულიშს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და 15 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ტერაქტის ბრალდების გარდა, მას ბრალი ნარკოტიკების გასაღების მიზნის გარეშე შენახვაში ედებოდა. რუსეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში კულიში დათანხმდა უცნობი პირის წინადადებას, ჩაეშალა ფიქციური რეფერენდუმი ზაპოროჟიეს რეგიონის […]

„მოგზაურობის ხელოვნება ავტომობილის მოვლით იწყება“ – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

მოგზაურობის ხელოვნება ავტომობილის მოვლით იწყება, წარმოიდგინე დაუვიწყარი მომენტები, რომლებიც გამართული ავტომობილით მოგზაურობისას გელოდება და გაუყევი გზას – სწორედ ასეთია ამჯერად კრეატიული ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი. „თეგეტა მოტორსის“ ზაფხული კამპანიის „ავტომობილის მოვლის ხელოვნების“ ფარგლებში შექმნილი ვიდეოსერიით, კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც ავტომობილის მოვლას უკავშირდება და დაანახოს, რომ ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ ხარჯების გაღებასა და დისკომფორტს არ უნდა […]

კონსორციუმი: არბიტრაჟის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” (ADC) ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კონსორციუმის სარჩელი 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპენსაციის გადახდას ეხებოდა. „საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია — ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს […]