ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა და პარიზის ოლიმპიადის 1/8 ფინალში გადავიდა. ის მოლდოველ მეტოქეს დაუპირისპირდა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს. რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს (63 კგ) – ის სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში […]

გია ჯაფარიძე – იქნება კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული, ეს არის ის, რაც ახალგაზრდებს სურთ

“ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი” ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა” ავრცელებს. მათივე ცნობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდებიან. “ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ახალგზრდებთან და ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ. აქ საკმაოდ დიდი გუნდია, ბევრი ადამიანი ვმონაწილეობთ. ამ კონკრეტული პროექტის იდეა შარშან გაჩნდა, მაგრამ თებერვლის ბოლოს დაიწყო. აქამდეც უნდა […]

ნათია თურნავა – სტაბილური მდგრადი განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, უცვლელად ვინარჩუნებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს

ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია და საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ფასების სტაბილურობის განმტკიცებისთვის აუცილებელი ხდება ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამას ყოველთვის ვაკეთებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად და დაბალანსებულად. სახეზეა ძლიერი მაღალი ეკონომიკური […]

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელიც […]

2023 წელს ქვეყანაში 2295 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება ფუნქციონირებდა

2023 წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 295 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რაოდენობა 15.4 მილიონი იყო, რაც 1.1 პროცენტით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტატისტიკა საქსტატმა გაავრცელა.

შსს–მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი […]

სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს – ნათია თურნავა

არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით […]

ეთერ ასკილაშვილი ოლიმპიადის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

სულ ვამბობ სომხიშვილის ჩათვლით ქვეყნების დასათვალიერებლად გამოდის ამათი წაყვანა-მეთქი და ბიჭებს ეხმარებიანო გუნდურშიო, მპასუხობენ. რა ვიცი, მე ამათი მოგებული ვერაფერი ვნახე, ყველა საშინლად ჭიდაობს ლიპარტელიანის გარდა.

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძისა და […]

თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები – ამ განაჩენით გამოჩნდა

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს“,-ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან დავა წააგეს. გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად […]