4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება

4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დუეტი 2017 წლიდან ქართული მუსიკის მოყვარულ მსმენელს, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას სთავაზობს, ამჯერად, განახლებული პროგრამით ზუგდიდს ესტუმრებიან და მსმენელს სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების ქართულ მუსიკას, ბენდთან ერთად შეასრულებენ. „კონცერტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი […]

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შემდეგ, 176,121-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეცვლია – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 176,121 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 176,121-მდე მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი. 176,121 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე […]

ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხების ზრდა წლიურად 4%-ით შემცირდა – საზოგადოება და ბანკები

2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით 22 მლრდ ლარით გაიზარდა 31 მლრდ ლარამდე 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. საშუალო წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდას ჩამოუვარდება (+19%). ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება და ბანკები ავრცელებს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.4 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული […]

„იძულებული ვართ, გადავინაცვლოთ შუა აზიის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე“ – IBCCS TAX

ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის და რეგიონალური დირექტორის ირაკლი არჯევანიძის შეფასებით, ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის და მიღების პროცესს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის „კარგი არაფერი მოუტანია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამჟამად ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან. „IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, […]

ქობულეთში ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. “ბათუმელებს” მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძე ეუბნება, რომ კაცი ტყეში ოჯახთან ერთად იყო. “მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა”, -ამბობს ჯუმბერ ყურშუბაძე გამოცემასთან. მისივე თქმით, ფოტოს […]

არქი უკვე რუსთავშია – არქიმ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, […]

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩაერთო. ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატისევს დაუპირისპირდა და შემდეგ წრეში გავიდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება – იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო

ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება – იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, ოპოზიციამ უნდა გაიხსენოს გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც სხვისთვის ორმოს მთხრელი თავადვე აღმოჩნდება ამ ორმოში და […]

გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი”-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი”-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი”-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, […]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა. როგორც ქობულეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ტურისტი სოფელ ჩაისუბანში ისვენებდა, იგი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.