ნათია მეზვრიშვილი – მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე – „ოცნება“ ამნისტიის სანაცვლოდ ზონდერებს გაურიგდა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“. „მივმართავთ […]
ირაკლი ზარქუა – მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! თქვენ მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ!

მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! – თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში “24-საათში დასრულებულ ომს”, რა პროგნოზიც აშშ-ში ტრამპის არჩევის შემთხვევაში კეთდება. […]
შალვა პაპუაშვილი – პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა

პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტი არა სახელმწიფომ, არამედ თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ ჩაშალა. მისივე განცხადებით, დადასტურდა ისიც, რომ საქართველომ არათუ ზიანი მიაყენა “ლელოს” ლიდერების […]
ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში კიდევ ერთი პირი მივიდა

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე სუს-ში კიდევ ერთი პირი, რუმან ავლარიგოვი მივიდა. ის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიების კითხვებს მოწმის სახით უპასუხებს. სუს-ში შესვლამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მედიის კითხვებს ასე უპასუხა: „რუსული არ ვიცი, ქართული არ ვიცი. ადვოკატი არა [არ მყავს]“, – განაცხადა რუმან ავლარიგოვმა. მანამდე კი, დღეს, სუს-ში ტერორისტული აქტის […]
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩავიდა

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩავიდა ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიისთვის მზადება მიმდინარეობს. ირანული მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი.
პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა
პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტი არა სახელმწიფომ, არამედ თავად […]
შალვა პაპუაშვილი – „ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორიც ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროებაზე – ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი, ახლა ჯერი ხალხზეა

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ საქართველოს […]
შალვა პაპუაშვილი – პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს – კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შპს […]
სამხრეთ ლიბანში, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, „ჰეზბოლას“ ერთი მებრძოლი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, „ჰეზბოლას“ ერთი მებრძოლი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 10-მდე ობიექტს დაარტყეს. ისრაელმა „ჰეზბოლას“ იარაღის შესანახ საცავს, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სარაკეტო გამშვებ პუნქტებს დაარტყა.
„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი, ზიად ალ-ნახალე ირანში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებიან. „ჰამასის“ განცხადებით, ისმაილ ჰანიე პეზეშკიანს დილით შეხვდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.