დანიამ საქართველოსთან 28 მლნ ლარის სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – თეონა აქუბარდია

დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც, დაახლოებით, 71.5 მლნ დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. „მინდა დღეს გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ჩემს კითხვაზე, დანიის მხრიდან, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით, […]
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა მზად არის, სლოვაკეთთან ნავთობის ტრანზიტის საკითხი მოაგვაროს

უკრაინა მზად არის, ნავთობის ტრანზიტის საკითხი სლოვაკეთთან მოაგვაროს, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისი მექანიზმის ფარგლებში, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, რომან ანდარაკმა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მისი თქმით, უკრაინა უზრუნველყოფს ნავთობის შეუფერხებელ ტრანზიტს არასანქცირებული კომპანიებისთვის. „უკრაინული მხარე მზად არის, გადაჭრას შესაძლო პრობლემატური საკითხები ექსპერტთა დონეზე, თუ სლოვაკური მხარე აამოქმედებს შესაბამის მექანიზმს, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. […]
საქართველოში აღმოაჩენთ გემრიელ კერძებს, აქ 100 %-ით ისევ დავბრუნდები – ჯეიმი ოლივერი

მსოფლიოში ცნობილმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული საქართველოს ეწვია. „გამარჯობა, მე ჯეიმი ოლივერი ვარ და საქართველოში ვიმყოფები. აქ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვარ. საქართველოში საუკეთესო დროს ვატარებ. მრავალი წელია მთელი მსოფლიოს გარშემო […]
შეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში – ინტერვიუ თემო ხატიაშვილთან

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ – სწორედ ამ სლოგანით დაიწყო ახლახან საქართველოს ბანკმა მორიგი კამპანია, რითიც ბიზნესებისთვის შექმნილი ყოვლისმომცველი საბანკო აპლიკაციის ოთხი წელიც აღნიშნა. ამ პერიოდში აპლიკაციამ მრავალფეროვანი ფუნქციონალი შეიძინა, მოიპოვა საერთაშორისო ჯილდოები და ქვეყნის მასშტაბით ათი ათასობით ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი გამორჩეული მოდული შეთავაზებებია. ესაა სივრცე, სადაც […]
ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა. 24 წლის მოჭიდავემ მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვი დაამარცხა. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.
უკრაინის მთავრობამ კიევში მიიწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კიევმა უკრაინაში მიიწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. პეკინმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, საპასუხოდ გამოაცხადა, რომ „დაინტერესებულია“ ამ წინადადებით. Reuters-ის ცნობაში ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თავის ჩინელ კოლეგას გასულ კვირაში შეხვდა პეკინში რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტის დროს, როცა მათ სამსაათიანი საუბარი გამართეს. კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის საგარეო […]
ვენესუელის მთავრობამ დიპლომატები გაიწვია რეგიონის შვიდი ქვეყნიდან

ვენესუელის მთავრობამ პროტესტი გამოაცხადა და თავისი დიპლომატები გაიწვია ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გამარჯვება და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს. ამ პოზიციის გამო, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინის, ჩილეს, კოსტა-რიკის, პერუს, პანამის, ურუგვაის და დომინიკის რესპუბლიკის მთავრობები დაადანაშაულა „ინტერვენციონისტულ ქმედებებსა და განცხადებებში“ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. […]
2022 წლის თებერვალ-მარტში სახელისუფლებო კაბინეტებში „ქართული ოცნების“ ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მსხდარიყვნენ, ერთ-ორ კვირაში საქართველო ცეცხლის ალში გაეხვეოდა

2022 წლის თებერვალ-მარტში სახელისუფლებო კაბინეტებში „ქართული ოცნების“ ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მსხდარიყვნენ, ერთ-ორ კვირაში საქართველო ცეცხლის ალში გაეხვეოდა 2022 წლის თებერვალ-მარტში სახელისუფლებო კაბინეტებში „ქართული ოცნების“ ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მსხდარიყვნენ, ზუსტად ერთ-ორ კვირაში საქართველო ცეცხლის ალში გახვეული იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ არჩევანია, დონორის […]
თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი „ქართული სულის“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

29 ივლისს, ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილ ლიტერატორს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, თამაზ ტყემალაძეს მიეძღვნა. ღონისძიება, სიმბოლურად, მის დაბადების დღეზე გაიმართა. თამაზ ტყემალაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ღონისძიებას თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ალბომმა ფესტივალის არქივიდან მოპოვებული ფოტოები და ჩანაწერები გააერთიანა. ის KTW […]