ივნისში თბილისში $228.5 მლნ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა – კვლევა

Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრავი ქონების” კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში, $228.5 მლნ-ის ღირებულების 2 957 ბინა გაიყიდა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობაში წლიურად 21.9%-იანი, თვიურად კი 7.5%-იანი კლება ფიქსირდება, რაც როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზრებზე შეინიშნება. Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი პოტენციური მყიდველების მხრიდან სტაბილური გარემოს მოლოდინია. რაც შეეხება გაყიდული ბინების […]

მადურო საპროტესტო აქციების ფონზე გამარჯვებას ზეიმობს და დემონსტრატნტებს “მოძალადე აგენტებს” უწოდებს

ნიკოლას მადურო, ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ასობით ათას ადამიანს ვენესუელაში მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ. ვენესუელის საარჩევნო კომისია ამბობს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მადუროს „ჩავისტა“ ვენესუელას ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება. თუმცა, ოპოზიციონერი ედმუნდო გონზალეზი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვება […]

ლატვიამ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ლატვიამ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც რუსეთში საქმიანობს, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე ავრცელებს. როგორც ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე წერს, ირაკლი ფირცხალავას ლატვიაში შესვლა გაურკვეველი ვადით ეკრძალება. 🆕 Esmu pieņēmusi lēmumu iekļaut Irakliju PIRCHALAVU Latvijas Republikai nevēlamu personu (persona non grata) sarakstā un noteikt aizliegumu viņam ieceļot Latvijas […]

“ნაპოლიმ” “ჩელსის” ოსიმენში 70 მილიონი მოსთხოვა

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენის “ჩელსიში” განათხოვრება და ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვა არ აწყობს. ნეაპოლური კლუბი მოლაპარაკებებს 15 აგვისტოს იმ პირობით დაუბრუნდება, რომ “ჩელსიმ” ოსიმენი ან უნდა შეიძინოს ან იჯარით შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით წაიყვანოს. იგივე ეხება ლუკაკუსაც. თუ კლუბები შეთანხმდნენ, “ნაპოლი” ნიგერიელში 70 მილიონ ევროს პლუს 30 მილიონად შეფასებულ ბელგიელს მიიღებს.

,,ახლა გამოეთრიოს ეს გროტესკული პერსონაჟი ბოსხის ნახატიდან- კულტურის “მონ(ი)სტრი” – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტის წევრი, თაკო ჩარკვიანი ფოტოს აქვეყნებს და თეა წულუკიანს მიმართავს: ,,ახლა გამოეთრიოს ეს გროტესკული პერსონაჟი ბოსხის ნახატიდან- კულტურის “მონ(ი)სტრი” ,( ცხადია სულიერებას შიგთავსს ვგულისხობ)თავისი” ანონიმსჩიკი” მრჩევლებიანად და დამცველებიან -მომხრეებიანად და პასუხი აგონ ამ საკაცობრიო დანაშაულზე, დანაშაულზე საქართველოს წინაშე! ამას ვინ გაპატიებთ ვინ?!!! გელათის გამანადგურებლები- საქართველოს სახელწიფოებრიობის დამაქცევარნი-აი ასე შეხვალთ ისტორიაში!

,, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდზე მეტია, ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, ვინ დანია და ვინ რაღაცა” – ირაკლი ზარქუა

დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვას ფინანსურად ისედაც არ უჭირს და დანიის 71 მლნ-იანი დახმარებაც სრულიად არ ესაჭიროებდა. ამასთან, ზარქუა ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო პოლიტიკა გადაიტვირთება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. რა 71 მლნ, ხალხო? მლრდ-ზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს. ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით 100 მლნ კიდევ დავუმატეთ. ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, ვინ […]

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი ერთიანი გეგმით მოქმედებენ – უწევთ გულანთებული პატრიოტის თამაში

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი ერთიანი გეგმით მოქმედებენ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინტერესების გატარებას უკავშირდება, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან ჰარმონიაში არ არის, – ასეთია ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებზე. სარჯველაძის თქმით, “თუ მთლიან სურათს შევხედავთ, გასაგები ხდება, რამ განაპირობა ზოგიერთი […]

მიხეილ სარჯველაძე – უკრაინის მოვლენები, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება – ამ მომენტიდან საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს

უკრაინის მოვლენები ალბათ ძალიან მალე დამთავრდება – ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს , – ეს პოზიცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამოხატა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება ზედმიწევნით ზუსტი და რელევანტურია. “ვინც არსებულ მდგომარეობას და საქართველოსთან დაკავშირებით განწყობების ცვალებადობას საღად განსჯის, ნათელი იქნება, რომ უკრაინაში […]

თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად […]

აშშ-ის დაზვერვის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის მცდელობა დაფიქსირდეს

აშშ-ს დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის მცდელობას არ გამორიცხავენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ არაერთი უცხოელი აქტორია დაინტერესებული ხუთი ნოემბრის არჩევნებით. „მაიკროსოფტის“ საფრთხეების ანალიტიკურმა ცენტრმა, აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია, რომ გარე ძალების ჩარევა ნელ-ნელა დაიწყო, ძირითადად, რუსეთთან დაკავშირებული ონლაინ საფრთხეებია დაფიქსირებული. […]