სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო – ოთარ ნადარაია

საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან და პროგნოზებთან თანხვედრაშია. როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია განმარტავს, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. აღნიშნულის საფუძვლად ოთარ ნადარაია გარე და შიდა ფაქტორებს და აშშ-ის ისევ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მიიჩნევს. ,,სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების […]

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ კიევი „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ კიევი არ განაახლებს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს. ამის შესახებ ფიცომ უკრაინის ელჩთან მიროსლავ კასტრანთან შეხვედრისას განაცხადა, წერს უკრაინული მედია. უკრიანელ დიპლომატთან შეხვედრის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს. ფიცოს თქმით, ელჩთან უკრიანის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის საკითხი განიხილა, შეხვედრას ასევე […]

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ფინალში კი გრიგალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება. პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. […]

ტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩაერთო. პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და […]

ერევანი აზერბაიჯანის საზღვართან უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ბრალდებას უარყოფს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის განცხადებებს სადაზვერვო თვითმფრინავის გაშვების შესახებ. “აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება, რომ 28 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერმა სადაზვერვო ფრენა განახორციელა სასაზღვრო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში , არ შეესაბამება რეალობას,”- ნათქვამია განცხადებაში. 29 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერის მიერ საზღვარზე სადაზვერვო […]

CNN: ტრამპზე თავდასხმამდე აშშ-მა მიიღო ინფორმაცია ირანის მხრიდან ლიკვიდირების შესაძლო გეგმაზე

CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, ირანის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდირების გეგმის მომზადების შესახებ. გამოცემა იუწყება, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურს გადაეცა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპის დაცვა გაძლიერდა. СNN წერს, რომ ეს ფაქტი აჩენს კითხვებს უსაფრთხოების სამსახურის ხარვეზთან დაკავშირებით. ამასთან, გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად […]

VIDEO: სააკაშვილის ნიჭი შეგვიძლია ამერიკაშიც გამოვიყენოთ – როგორ აქებს ტრამპი მიშას

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები არქივიდან სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. ტრამპი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი გამორჩეული პოლიტიკოსია მას მიეწერება მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და აუცილებელია მისი ნიჭის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხოლო ტრამპი კვლავ ამერიკის პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს. ნახეთ კადრები:

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, აჭარაში პრეს ტური გაიმართა

საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, აჭარაში პრეს ტური გაიმართა. როგორც იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურის ფარგლებში, იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშუძუკა ჰიდეკიმ, საელჩოს მიერ დაფინანსებული ორი პროექტი გახსნა: „აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა“, რომლის ფარგლებში, აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეძენილი იქნა მძიმე ტექნიკა აჭარის ა/რ ტყის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების პრევენციის შესაძლებლობების […]

ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი კლებაა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი და თვიურად 7.5%-იანი კლებაა – – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. 2024 წლის ივნისში პირველად ბაზარზე ფასების თვიური ზრდა მხოლოდ 0.1% იყო, რაც ბოლო 30 თვის მინიმუმია. ფასების ზრდის შენელება […]