“სარჯველაძე დაინიშნა როგორც პოლიტიკური ფიგურა, რათა ის ვნებათაღელვა ჩააცხროს, რაც მისმა წინამორბედებმა გამოიწვიეს” – ვახტანგ კალოანი

“განსხვავებით წინა ჯანდაცვის მინისტრებისგან მიხეილ სარჯველაძე ისმენს, თუმცა რეაგირება აქვს იმ სტილში, როგორც სჩვევიათ ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროს ლიდერებს”, – ასე აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი ვახტანგ კალოიანი 4 თვის წინ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნული მიხეილ სარჯველაძის მუშაობას. მისი თქმით, ის დაინიშნა როგორც პოლიტიკური ფიგურა წინასარჩევნოდ, რათა ჩააცხროს ის ვნებათაღელვა რაც გამოიწვიეს მისმა წინამორბედებმა. კალოიანის შეფასებით, სარჯველაძემ […]

ისრაელის ძალებმა აღმოსავლეთ ხან იუნისი დატოვა

სამშაბათს, 30 ივლისს, ათასობით პალესტინელი დაბრუნდა ღაზის სამხრეთის მთავარ ქალაქ ხან იუნისში. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა იქ ერთკვირიანი შეჭრა დაასრულა. ისრაელის თქმით, ოპერაციის მიზანი “ჰამასის” გადაჯგუფების თავიდან აცილება იყო. “ჰამასის” მიერ მართულმა ღაზის მედია ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის რვადღიანი ოპერაციის შედეგად, ხან იუნისის აღმოსავლეთ რაიონებში 255 პალესტინელი დაიღუპა და 300-ზე მეტი […]

თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მსხვერპლით დასრულდა – ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ორი მგზავრი. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ხელვაჩაურში, დამწყები ქალი მეწარმეების და მათი ოჯახების მხარდაჭერის” ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარებთან ხელშეკრულებები საზეიმოდ გააფორმეს

ხელვაჩაურში, დამწყები ქალი მეწარმეების და მათი ოჯახების მხარდაჭერის” ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარებთან ხელშეკრულებები საზეიმოდ გააფორმეს. დაფინანსება მიიღო 21 – მა დამწყებმა და მოქმედმა მეწარმე ქალმა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ახორციელებს ან ახლა იწყებს სხვადასხვა საქმიანობას,როგორიცაა ჩირისა და სხვა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, სამკერვალო საქმე, მცენარეთა გამოყვანა და რეალიზაცია ,სასტუმროებისა და კოტეჯების მოწყობა და სხვა. ბენეფიციარების შესარჩევად სპეციალური […]

„კოტეჯები ბახმაროში“ ახალი საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს

ბახმაროში მდებარე ტურისტული ობიექტების „კოტეჯები ბამაროში“ დამფუძნებელი დავით ჩხაიძე BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, რეგიონში ივლისი – აგვისტოს თვე განსაკუთრებით დატვირთულია. ძირითადად ადგილობრივი სტუმრები სტუმრობენ, თუმცა ტურისტებსაც აქტიურად მასპინძლობენ. ვრცლად bm.ge-ზე

II კვარტალში საქართველოს 1.7 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური ჰყავდა

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6 პროცენტით მეტია 2023 […]

დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან მოითხოვს ტერიტორია 15 აგვისტომდე დატოვონ

თბილისში, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო ზომებს მიმართავენ. 29 ივლისს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს აცნობა, რომ 15 აგვისტოდან ბაზრის ტერიტორია უნდა დაიცალონ და ამისათვის 2 კვირა აქვთ. ალტერნატიული სავაჭრო ადგილი, რასაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოვაჭრეებს სთავაზობენ, ნავთლუღის ბაზარი და დიდი დიღმის ტერიტორიაა, სადაც ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ორივე ეს ადგილი მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. მიუღებელია დროის ის […]

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთისკენ მიმავალ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი, მათ მრავლობითი დაზიანებები აქვთ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა თუშეთის გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლი […]

რუსეთმა ხერსონი და დონეცკი კიდევ ერთხელ დაბომბა, არის მსხვერპლიც

სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონის დაბომბვისას, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში შეტევას ახორციელებს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ ფილაშკინმა, 30 ივლისს. “29 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონის ოთხი მცხოვრები მოკლეს – სამი ტორეცკში და ერთი ჰროდივკაში. კიდევ ხუთი ადამიანი, რეგიონში, დღის განმავლობაში დაშავდა”, – წერს ფილაშკინი “ტელეგრამში”. რუსეთის ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, […]

რუსეთის საზღვაო ფლოტმა მასშტაბური წვრთნები დაიწყო

რუსეთის საზღვაო ფლოტმა, არქტიკასა და წყნარ ოკეანეში, ასევე ბალტიისა და კასპიის ზღვებში, დაგეგმილი წვრთნები დაიწყო. სამხედრო სწავლებაში ფლოტის უმეტესი ნაწილი მონაწილეობს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს. რუსეთს მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავს, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ. გარდა ამისა, რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბალისტიკური რაკეტების ბირთვული წყალქვეშა ფლოტი. რუსული წვრთნები, რომელიც მოიცავს 20 […]