ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა – საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი აიღო

24 წლის ქართველი ძიუდოისტი (-81კგ) ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო. ეს პირველი მედალია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. გრიგალაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე შემდეგ სპორტსმენებს სძლია: · 1/2 ფინალი – სამხრეთ კორეელი იონ ჰვან ლი; · 1/4 ფინალი – ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი; […]

ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდაველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში […]

ესპანეთის პრემიერმა მეუღლის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

მოწმის სახით დაკითხვაზე მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მეუღლის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სანჩესმა უარყო მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელი და ორკესტრირებულია მემარჯვენე პოლიტიკური მეტოქეების მიერ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო მიმდინარეობს. კერძოდ, სასამართლო ცდილობს, დაადგინოს, ისარგებლა თუ არა პრემიერის მეუღლის სტატუსითა […]

ბოლო 4 წელში ირანთან სავაჭრო ბრუნვა 210%-თაა გაზრდილია – რას ვყიდულობთ და ვყიდით სტრატეგიულ პარტნიორთან

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა $149.468 მლნ-ს შეადგენდა, რაც წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 133.061 მლნ იყო. კიდევ უფრო ნაკლები იყო სავაჭრო ბრუნვა წინა წლებში: 2022 წლის იანვარ-ივნისში – $113.338 მლნ; 2021 წლის იანვარ-ივნისში – $64.013 მლნ. 2020 წლის იანვარ-ივნისში – $48.066 მლნ. გასულ […]

„ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალი ინოვაციური სათესლე მასალით იწყება“ – კონსტანტინ ნოვიკოვი, Dekalb-ის წარმომადგენელი

თანამედროვე მომხმარებელი ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხარისხსა და სიჯანსაღეს აფასებს. ცხადია, ფერმერის ამოცანაც ამგვარი პროდუქციის წარმოებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსავლის რაოდენობაც, რათა ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება კი, როგორც Dekalb-ის უკრაინელი წარმომადგენელი, კონსტანტინ ნოვიკოვი აღნიშნავს, სწორად შერჩეული სათესლე მასალის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. „ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებული სათესლე მასალები დაავადებისა და მავნებლების მიმართ […]

“აღარ მყავს ჩემი საოცარი დედა!” – გია ბაღაშვილს დედა გარდაეცვალა

ჯემალ ბაღაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გია ბაღაშვილი ავრცელებს: ,,აღარ მყავს ჩემი საოცარი დედა!” – წერს გია ბაღაშვილი

იარემჩუკი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადავიდა

28 წლის უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი კარიერას საბერძნეთის “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირეოსული კლუბი ავრცელებს. “ოლიმპიაკოსმა” იარემჩუკი ბონუსებიანად 5 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გასულ სეზონში მან “ვალენსიაში” ლა ლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 30 ივლისის განცხადებაში წერია, რომელიც საზოგადოებას იურისტმა ქეთი ქვარცხავამ გააცნო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ […]

ბაიდენი უზენაესი სასამართლოს რეფორმაზე და დემოკრატიის მომავალზე საუბრობს

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნიდან ერთ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ახალი ინიციატივით გამოდის. მან, სამოქალაქო უფლებების აქტის 60 წლისთავზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით იმ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, შედეგად დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოჰყვება. “კანონზე მაღლა არავინ დგას”, – თქვა ბაიდენმა და პოლიტიკაში თავისი კარიერის პირველი წლები გაიხსენა, ისაუბრა მარტინ ლუთერ კინგზე, […]

კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი მსოფლიოს საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს აცნობს

მსოფლიოში ცნობილმა შეფმზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. სწორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული საქართველოს ეწვია. „გამარჯობა, მე ჯეიმი ოლივერი ვარ და საქართველოში ვიმყოფები. აქ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვარ. საქართველოში […]