ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე

საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარიზის არბიტრაჟმა ხაზარაძე/ჯაფარიძეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ანალიტიკოსის თქმით, ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ახლა სამართალმა “კარგი საჩუქარი” მიართვა შარლატანების პარტია-კანტორა “ლელოს”. “ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი […]

ისრაელმა ბეირუთი დაბომბა – თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური წარმოადგენდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ მედია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეჰის უბანში აფეთქებები გაისმა. როგორც მედია წერს, აღნიშნული უბანი ცნობილია, როგორც “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ ბეირუთი დაბომბეს. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეს […]

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა. ღონისძიების გამართვამდე კობახიძე შეხვდა ირანის არჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს დელეგაციაში პრემიერთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ირანის ახალი […]

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო. ამჟამად არსებული კანონმდებლობით, პარტიას რომლის კანდიდატები, სულ მცირე, სამ ოლქში პირდაპირი წესით გამარჯვებას შეძლებენ, პარლამენტში მანდატის მოპოვება შეუძლია, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა 5%-იან ბარიერს. მთავრობას ამ წესის გაუქმება სურდა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ არსებული წესი ძალაში უნდა დარჩეს, ვიდრე კანონმდებლები მასთან დაკავშირებით ახალ […]

ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, 24 წლის ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტატო გრიგალაშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს “დაწესებული” რაოდენობა – ბექაური, რომელსაც სწამს!..

ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადებზე ერთგვარი ბედისწერა დაჰყოლიათ. თითქოს, ჩვენთვის, ოქროს მედლების წარმოსახვითი რაოდენობრივი კვოტაა დაწესებული. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობიდან მოყოლებული, ერთ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი გვქონდა, დამოუკიდებლად მონაწილეობის შემეგ კი მის მოპოვებას, ფაქტობრივად, ერთი და იმავე წონაში ვახერხებთ. ლაშა შავდათუაშვილის გარდა, რომელიც -66 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, საქართველო პირველობას -90 კგ-ში ზეიმობდა – ზურაბ ზვიადაური, […]

ანა დოლიძე – „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის გამეორება უნდოდა 2024 წლის არჩევნებზეც, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, რომ 26 ოქტომბერს მოვახდინოთ ცვლილება

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არ მომხდარიყო გაერთიანებები და ხმები დაკარგულიყო. დაკარგული ხმები კი წავიდოდა „ოცნებასთან“ და მათ ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, რომ ასე მოიგებდნენ არჩევნებს , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. მან ასევე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელმაც დოლიძისა და „ლელოს“ გაერთიანებას სიყალბე უწოდა. „დღეში ოცდაათ […]

ADC: ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გააჟღერეს. კონსორციუმი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება. განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ მთავრობის ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში, […]

„ამ წუთას აქ გავიგე რომ დაღუპულა და გული გამისკდა“ – ირინა სარიშვილი ბონდო გაგნიძეზე

რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მსხვერპლი ჰყავს. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის ოლქში მასობრივ შტურმს ემსხვერპლა. დაჭრილია 67-ე ბრიგადის კიდევ ერთი ქართველი მეომარი. ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის 69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ უკრაინაიში ბრძოლის ხაზზე დაიღუპა. ირინა სარიშვილი გმირულად დაღუპულ ბონდო გაგნიძეზე წერს: „ბონდო გაგნიძე დაღუპულა უკრაინაში. აქ ვმეგობრობდით. […]

მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში, უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. „მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს, […]