Turkish Airlines-მა ახალი ბიზნეს კლასი წარადგინა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა Farnborough Air Show-ზე თავისი ახალი ბიზნეს კლასი წარადგინა. Crystal Business Class ხელმისაწვდომი იქნება ავიაგადამზიდავის ტრანსკონტინენტურ ფრენებზე, რომელსაც Airbus A350-ით შეასრულებს. ავიაკომპანია ასევე გეგმავს მის დანერგვას Boeing 777-ის თვითმფრინავზე. ახალი სალონი აღჭურვილია 58 სმ სიგანის სავარძლებით, გაზრდილი ფეხის სივრცით და მარტივი გასასვლელით. თითოეულ ადგილს აქვს პირადი კარი კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მგზავრების კომფორტისთვის […]

მეღვინეობა „შუმის“ საექსპორტო ბაზრებს წელს ტაჯიკეთი, საფრანგეთი და კანადა დაემატება

მეღვინეობა “შუმის” საექსპორტო ბაზრებს წელს ტაჯიკეთი, საფრანგეთი და კანადა დაემატება, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” კომპანიის დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ქვეყნებისა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან. გარდა ამისა, წელს ექსპორტი უკვე განხორციელდა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის – ტაილანდი და ყაზახეთი. აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, მეღვინეობა წელიწადში 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის დაახლოებით, 80% ექსპორტზე […]

Air France-KLM პროგრამული გაუმართაობის გამო 10 მილიონი ევროს კომპენსაციის მიღებას ვარაუდობს

ჯგუფი Air France-KLM გეგმავს მიიღოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით გლობალური კომპიუტერის გაუმართაობის გამო, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კონკრეტულად ვის მიმართ იქნება მოთხოვნები, ნიდერლანდების მედია არ საუბრობს. თუმცა ცნობილია, რომ შეფერხების შედეგად KLM-მა გააუქმა 75 ფრენა შიფჰოლის აეროპორტში, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. Air France-KLM ამ დრომდე აფასებს ზარალს. კომპენსაციის ოდენობაში შედის დაკარგული მოგება, მოგზაურების ღამისთევა სასტუმროებში […]

თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. „სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმართ ავსტრიის […]

ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული “პანეთოლიკოსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ტაბიძემ კონტრაქტი მახაჩკალის “დინამოსთან” გააფორმა. ის რუსეთში ადრე “ურალისა” და “უფას” ღირსებას იცავდა. ტაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.

ფიცი დადო ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა

30 ივლისს, მასუდ ფეზეშკიანმა ფიცი დადო, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც მან ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ამ თვის დასაწყისში. 28 ივლისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ფეზეშკიანს და დაავალა, ყურადღება გაემახვილებინა ურთიერთობების განვითარებაზე ირანის მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, […]

Reuters – კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, კამალა ჰარისი, რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში. ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება […]

პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპავა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპავა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში, წინა ოლიმპიადის ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოუტანა.

ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა. 24 წლის მოჭიდავემ მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვი დაამარცხა. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

ჩვენი ე.წ. ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, საითკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით – თურნავა

ჩვენი ე.წ. ნეიტრალური რეფინანსირების განაკვეთი 7%-ია, საითკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. დღეს კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. „საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად, დაბალანსებულად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანაფარდობა ძლიერი, მაღალი ეკონომიკური ზრდის და მიზნობრივზე მეტად დაბალი ინფლაციის. არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, […]