მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში, უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.
„მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობისთვის პრიორიტეტს.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივან, პიტერ სტარაისთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბარნა პალ ჟიგმონდისთან, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბალაშ მოლნერთან და ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან ბაგლარკა ბოიასთან“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ