რუსეთმა დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 31 ივლისს, განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური და სამხრეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები და საჰაერო-კოსმოსური ძალების პირადი შემადგენლობა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნების მესამე ეტაპზე „დამუშავდება შეიარაღებული ძალების ნაწილების მომზადების საკითხები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის”. ოფიციალური ცნობის მიხედვით, პირადი შემადგენლობა გამოიყენებს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, […]

2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი 16 ნოემბერს უმასპინძლებს. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა პირველმა არხმა 30 ივლისს დაასახელა.

ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთში თავდასხმის შედეგად, “ჰეზბოლას” მეთაური მოკლეს

დაჯგუფება “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ცნობები გავრცელდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ მოკლეს “ჰეზბოლას” უმაღლესი სამხედრო მეთაური. ეს არის ლიბანში დაფუძნებული ჯგუფი, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ირანი. IDF-მა განაცხადა, რომ მეთაური პასუხისმგებელია შაბათს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც დაიღუპნენ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, სტადიონზე. […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 31 ივლისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 31 ივლისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7214; 1 ევრო – 2.9481; 1 ფუნტი – 3.4992; 1 ლირა კი 0.0823 ლარი ეღირება.

ოფიციალურად: არაბიძე “ულსან ჰიუნდაის” ფეხბურთელია

სამხრეთ კორეის “ულსან ჰიუნდაიმ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე დაიმატა. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 26 წლის ქართველმა თქვა, რომ ახალ გუნდში გადასვლით დიდ მოტივაციას გრძნობს. იცის იმის შესახებ, თუ რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა “ულსანში” მის ქართველ წინამორბედ ვაკო ყაზაიშვილს. გიორგიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი ადაპტაცია და შემდეგში გუნდის გამარჯვებებში […]

„რისკის შემცველად მიმაჩნია მოპედების და მოტოციკლების გადაადგილების დაშვება ე.წ. ბასლეინში“ – დავით მესხიშვილი

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. ბასლეინში გადაადგილების უფლება, ტაქსებთან ერთად, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭათ, პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. თემაზე, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია, ქართულ რეალობაში მოპედების და მოტოციკლების გადაადგილების დაშვება […]

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზატორებმა 176.9 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 11.4 მლნ. ლარი (6.4 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 153.2 მლნ ლარი (86.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 12.3 მლნ ლარი (7.0 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ამავე პერიოდში ბაზრებისა და […]

„გაზსაცავის პროექტისთვის ახალი სესხის აღების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია“ – რა ალტერნატივა არსებობს მიწისქვეშა გაზსაცავის სანაცვლოდ

„გაზსაცავის პროექტისთვის ახალი სესხის აღების აუცილებლობა დამატებით დადასტურებას მოითხოვს. მისი მიღების შანსი კი, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დღეისთვის, პრაქტიკულად ნულის ტოლია“, – ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის წერილობით პასუხში, რომელიც პროექტთან დაკავშირებით დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიიღო. დეპუტატმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა არის გაზსაცავის პროექტის განვითარების არსებული სტატუსი, სამინისტროს პასუხიდან კი ირკვევა, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტის გადაფასება […]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ მფლობელს კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ მფლობელ ჯიმ რეტკლიფს, კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენება სურს. ახალი სტადიონი ინგლისისთვის იქნება, როგორც “ჩრდილოეთის უემბლი”, რომელზედაც 100 ათასი ადამიანი დაეტევა და გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი იქნება. რეტკლიფმა ადგილობრივ მერიას პროექტით უკვე მიმართა და ახლა ახალი ადგილის იჯარით აღებას აპირებს, სადაც სტადიონი აშენდება. „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები “ოლდ ტრაფორდის“ დანგრევასა და ახალი სტადიონის იგივე ადგილზე […]

დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს

31 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს. ძიუდოს ტურნირი 12:00 საათიდან დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო, ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის […]