ბაიდენი პრეზიდენტად რჩება მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე

ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, დემოკრატები კამალა ჰარისის ირგვლივ ერთიანდებიან. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მოვალეობების შესრულებას მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გააგრძელებს.

სს „საქართველოს კლინიკების“ ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

სს „საქართველოს კლინიკებმა“ – რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისაა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და გაიარა 7 თვიანი […]

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საერთაშორისო სასამართლოებმა და არბიტრაჟებმა, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისების განმუხტვის მნიშვნელოვანი ფუნქცია შეითავსეს

ანაკლიის 4-მილიარდიან საქმეზე საქართველოს მიერ მოგებული დავა ფაქტობრივად იყო ლოგიკური გაგრძელება და შეიძლება დასასრულიც იმ შემოტევებისა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში იყო ბოლო 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანოებში, – წერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე, ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ მართლმსაჯულებაში არც პოლიტიკური ჩარევა ხდებოდა და […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრა და […]

GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა. ინფორმაციას GITA ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი CSI, რომელმაც პროდუქტის განვითარებისთვის, GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების […]

ჰამასი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას უპასუხოდ არ დატოვებს

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ამაოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ჰამასის პოლიტბიუროს წევრ მუსა აბუ მარზუკის განცხადებაზე დაყრდნობით. მან ჰანიეს მკვლელობას ლაჩრული აქტი უწოდა. BBC-ს ცნობით, ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება და რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს. პალესტინური სააგენტო WAFA-ს ცნობით, […]

“რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი ბიზნესს ძვირი გვიჯდება” – “წიგნები ვაკეში”

მიმდინარე წლის ორი კვარტლის შედეგებს წიგნების მაღაზია “წიგნები ვაკეში”-ს დამფუძნებელი, მარიამ კიკაჩეიშვილი BMGtv-სთან არასახარბიელოდ აფასებს და აღნიშნავს, რომ წლის პირველი ექვს თვეში ბიზნესი ზარალზე გავიდა, გაყიდვების მაჩვენებელი კი 30%-ით შემცირდა. ამის მიზეზად ის რუსული კანონის მიღებით შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობას, თანმდევ პროცესებსა და მათგან გამომდინარე შეცვლილ სამომხმარებლო ქცევას ასახელებს. “მოგეხსენებათ, წიგნები არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, […]

რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს

რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს. „ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მიზნად ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს. „თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო […]

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი პოპკოს ცნობით, 31 ივლისის ღამეს, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა წელს ყველაზე მასშტაბური იყო. კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათს გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვამ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში რუსების მიერ გაშვებული 40-ზე მეტი დრონი […]

„ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად მისი მეთაურის დაღუპვას არ ადასტურებს

„ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. „ჰეზბოლას“ განცხადებით, ფუად შუქრი ღამით ბეირუთში, იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც ისრაელმა დაარტყა, თუმცა მის გარდაცვალებას ჯერჯერობით არ ადასტურებს. „ჰეზბოლას“ ცნობით, შენობის ნანგრევებს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ასუფთავებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.