მედია – თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა

თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიე თეირანში, ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს. „ჰანიე, რომელიც ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული, თეირანის ჩრდილოეთით, ომის ვეტერანთა ერთ-ერთ სპეციალურ რეზიდენციაში რჩებოდა, როცა გაშვებულ რაკეტას მოწამეობრივად ემსხვერპლა“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო. შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ […]

ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული […]

2024 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, […]

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომის თავიდან არიდება შესაძლებელია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომის თავიდან არიდება შესაძლებელია. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია, რაც ლიბანში და ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემდა, უსაფრთხო გარემოში ეცხოვრათ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ სჯერათ ამის თეთრ სახლში, ჟან-პიერმა უპასუხა: „იმის გამო, რომ უნდა შევინარჩუნოთ […]

„თეგეტას“ მორიგი ინტეგრირებული შოურუმი – Geely, Mazda და Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

Tegeta Cars-ში შემავალი სამი კომპანია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შოურუმში განთავსდა. აღმაშენებლის ხეივანი №152 – ეს თეგეტას კიდევ ერთი საავტომობილო კომპლექსის ახალი მისამართია, სადაც მომხმარებელი ერთი ვიზიტით, მისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და სრულ საავტომობილო სერვისს მიიღებს. 3600 m2-ზე საექსპოზიციო სივრცე, სერვისი და საოფისე ნაწილია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ორ სართულიანი […]

ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება. IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის […]

სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე

სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე, – ამის […]

პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან […]

ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები. “მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი […]

GITA – ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი CSI, რომელმაც მოიპოვა GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი პროდუქტის განვითარებისთვის. CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების სერვისი. […]