„სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით“ – პრემიერი

ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს […]
ვედანტ პატელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ აშშ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს. ვრცლად ipn.ge – ზე
ჩინეთი ანაკლიის პორტში არ უნდა იყოს – ო’ბრაიენი “ოცნების” უკან დაბრუნების წინაპირობებს ასახელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რაც “ქართულმა ოცნებამ” უკან დაბრუნებისთვის უნდა გადადგას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს ასახელებს. როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა,პორტის განვითარებაში ჩინეთი არ უნდა იყოს ჩართული. · თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე; · ნებისმიერი “გამჭვირვალობის” […]
პრემიერის თქმით, კონსტიტუცია შეცვალეს, რომ ხაზარაძეს ანაკლიაში ინვესტორები მოეზიდა, მაგრამ ვერ შეძლო

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა მან ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა და ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. „ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. […]
“ლომჯარიას დაავალეს თემის აწევა” – კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებაზე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით თემის აწევა “ნინო ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული”. კობახიძე ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე საათში მოკლეს. კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციას სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები. “მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას […]
ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს

დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც. ჰამასის განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან […]
ოფიციალურად: “ჩელსიმ” ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

ლონდონის “ჩელსიმ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ ლა ლიგის ბინადარ “ვილიარეალიდან” 24,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენი დაიმატა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატებმა” ახალგაზრდა კიპერს გრძლევადიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გასულ სეზონში იორგენსენმა “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ფორმა 38 შეხვედრაში მოირგო და 66 გოლი გაუშვა. შეხსენებისთვის, “ჩელსის” სახელს საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ და ამ […]
“დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია” – ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და “მიხეილ მესხზე” გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ “დინამოს” სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” და “მიხეილ მესხზე” გაიმართება. “ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. “დინამოს” სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. […]
ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, […]
ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება. IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის […]