ბოლო სამ თვეში, რეადმისიის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1103 პირზე გაიცა

ბოლო სამ თვეში (აპრილი, მაისი, ივნისი), რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1103 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 1109 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 6-ზე გაიცა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 754 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (131); საბერძნეთი (59); შვეიცარია […]

პრემიერი – ირანი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში – ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის ყველა სახელმწიფო, ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი

ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ […]

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე – შუბლის ძარღვი არ აქვს ამ კაცს, წააგო არბიტრაჟი, საკუთარი სიმართლე ვერსად დაამტკიცა – ხაზარაძეს, წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის!

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია. „იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს […]

პრემიერი – როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა – რაც შეეხება სანქციებს, ასეთი ტონი კონტრპროდუქტიულია, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად

როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა – რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია. „რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს – ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად […]

შალვა პაპუაშვილი – პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება – ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი

დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პარასპორტსმენები უმკლავდებიან ბარიერებს, […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ დრონებით განხორციელებული მასიური შეტევა მოიგერია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 89 დრონი გაუშვეს. „ეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევაა. მტერმა ამდენივე დრონი ახალი წლის […]

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს – პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარალიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარალიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან […]

მიხეილ დაუშვილი – მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო – ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა?

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო – ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? – ეს განცხადება მედიასთან პარტიას “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა. კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა […]

ერთად ვუგულშემატკივროთ ლაშა ბექაურს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ლაშა ბექაური დღეს, 31 ივლისს, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს უკვე მეორედ წარადგენს. თუმცა, სანამ ქართველი ოლიმპიელის საგულშემატკივროდ ვემზადებით, გადავხედოთ მის ისტორიას. ლაშამ ჯუდოში ვარჯიში 7 წლის ასაკში დაიწყო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს სკოლის პატარა ოთახში. იმისათვის, რომ დარბაზში მისულიყო, 13 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა. თუმცა, მისი თავდადება ჯუდოს მიმართ სულ უფრო და უფრო […]

რომ არა საქართველოს სრული გამარჯვება, არავინ იცის, რა პოლიტიკური რყევები იქნებოდა – ძამაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი, ანაკლიის პორტის საკითხზე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას Facebook გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნული დავა, შესაძლოა, დასასრული აღმოჩნდეს “იმ შემოტევებისა, რომლის წინაშეც სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში იყო ბოლო 7 წლის განმავლობაში”. ძამაშვილი Facebook სტატუსში საერთაშორისო სასამართლოებში განხილულ საქმეებს იხსენიებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ თავისი […]